ჩემი აზრით კარგი იქნება იმ არსებულ კანონებს დემატოს ახალი კანონი: როდესაც მგზავრი სხდება ტაქსიში საკუთარ მანქანაში თუ სხვისაში, ეგრედ წოდებულ "ბარდაჩოკზე" (მგონი ესე ქვია წინა უჯრას ) იყოს გამაფრთხილებელი წარწერა წითლად, ტექსტური სახით "
შეიკარი ღვედი" და დაემატოს პატარა სტიკერივით ნიშანი ასევე რომელიც რამოდენიმე მანქანის სალონში მინახავს გაკრული. ვიმეორებ სულ რამოდენიმე მანქანის. თუ ეს ნიშანი არ იქნება გაკრული დაჯარიმდეს ავტომობილის მღოლი რომელიც უშუალოდ იმ მომენტში ზის საჭესთან და არა მანქანის მეპატრონე.
ვიცი ზოგიერთს აქვს გაკრული პატარა სტიკერივით მაგრამ ყველა ხო არ იმჩნევს ?
მე რაც დავწერე "შეიკარი ღვედი" ეს გაუადვილებს საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს ადვილად წაიკითხოს გაიაზროს და დაუყონებლივ შეასრულოს ეს აღნიშნული მოთხოვნა. და თუ სხვა ეროვნების მოქალაქე ჩაჯდება ის იხელმძღვანელებს არა ქართული წარწქერით, არამედ იმ გაკრული ნიშნით რომლის გარჩევა არ გაუჭირდება.
ერთი სიტყვით დაბურულ შუშებზე რო ჯარიმებია, რუსეთში სამედიცინო პატარა აფთიაქის გარეშე რო ჯარიმებია, ალმქრობის არქონაზე რო ჯარიმებია ასევე იყოს დაწესებული მოხსენებულზე.
არა ?
რას იტყვით ?
ამოწმოს პატრულმა ეს "მისაღები" კანონი ისევე როგორც ამოწმებს ღვედს უკეთია თუ არა მგზავრს. (ნუ შძეძლებისდაგვარად)
ყოველ შემთხვევაში როდესაც მძღოლი რაიმეს აშავებს და პატრული მიემართება მისი მანქანისკენ და სთხოვს საბუთებს, დახედოს ამ ბარდაჩოკს აბა თუ არის აღნიშნული წარწერა მის სალონში კანონით გათვალისწინებულ ადგილზე.
მეგობარი გოგონა გარდამეცვალა რომელსაც სულ პატარაობიდან ვიცნობდი და ძალიან დამწყდა გული რომ გავიგე ღვედი არ ეკეთა და გარდაიცვალა საგზაო შემთხვევის დროს.
ნათქვამია სანამ შენს თავზე არ გამოცდი სხვისას არ დააფასებო
This post has been edited by juve1111 on 2 Jun 2014, 23:53