საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, 2014 წლის 19 მაისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ხუთი წლის ვადით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიიღო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სასწავლო უნივერსიტეტს მიენიჭა კოდი - 186.
2014 წლის 18 ივნისამდე უკვე რეგისტრირებულ აბიტურინტებს შეუძლიათ გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია და აირჩიონ სპორტის სასწავლო უნივერსიტეტი - კოდი 186 და მიუთითონ სასურველი ფაკულტეტი:
1860101 -ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი;
1860102 - მწვრთნელთა ფაკულტეტი.
http://www.naec.ge/images/doc/EXAMS/cnobari_web-2014.pdf რეგისტრაციასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: (32) 2473333 ან გააგზავნეთ შეკითხვა ელ. ფოსტით: onlineregistration@naec.ge