გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მონაცემებით საქართველოში ბავშვები კვლავ ყველაზე ღარიბნი არიან. - ამის შესახებ თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს მთავრობისა და იუნისეფის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის შესაფასებლად გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
როგორც ორგანიზაციის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების რეგიონულმა დირექტორმა, მარი-პიერ პუარიემ განაცხადა, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 2011 წლის 25 პროცენტიდან 2013 წელს 27 პროცენტამდე გაიზარდა. ბოლო ორი წლის მანძილზე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის სიღარიბის დონეს კვლავაც აღემატება.
„საქართველო შემოსავლის უთანასწორობის მიხედვით ევროპაში მეორე ადგილზეა. უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში 4 პროცენტია, ბავშვებში კი 6 პროცენტს აღწევს. ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარებისათვის ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამაში ყველა სამინისტრო დავარწმუნეთ და ახლა ფინანსთა სამინისტრო დაგვრჩა დასარწმუნებელი“, _ განაცხადა მარი-პიერ პუარიემ.
იუნისეფის მონაცემებით, დედათა სიკვდილიანობა რეგიონში ისევ ყველაზე მაღალია. ხუთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მიხედვით კი საქართველო ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მესამე ადგილზეა, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. 15 წლის ბავშვთა ორ მესამედს კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სათანადო ცოდნა და უნარი არ აქვს, რაც ევროპაში ყველაზე ცუდი შედეგია. ეს მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით სამჯერ აღემატება. ბავშვების ნახევარს სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება.
მან იმ პროგრესზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით ბოლო სამი წლის განმავლობაში განიცადა.
კერძოდ, მარი-პიერ პუარიეს თქმით, სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის უზრუნველყო ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა, გააორმაგა სოციალური შეღავათები და გაზარდა პენსიები. თუმცა სოციალურად დაუცველი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბავშვი რჩება.
..
http://medianews.ge/ge/saqartveloshibavshv...-iunisefi/69708...
და ამის შემომქმედი
შევარდნაძე და სააკაშვილი თავიანთი ოჯახებით
თავიანთი გუნდის წევრებით თბილადაა...
მათი გუნდის წევრები ხომ კარგად გრძნობთ თავს???
უკრაინაში წადით და აგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარებები ერო,რომლისთანა მატრაკვეცა და დამპალი
დედამიწის ზურგზე არაა
...............
უკრაინის გვერდი ხომ ადის ყოველ 2 საათში 100 გვერდზე
უკრაინელი ერის ჯაშკაცობებზე ლეგენდები ხომ???
მიდით და ამის შემომმქმედებს მოუწყვეთ მაიდანი პატრიოტებო,,,
მე ვერ მოვუწყობ,,მე ხომ პატრიოტი არ ვარ და მოღალატე ვარ
,,,,,
დაგექცა დაბადება ერო,რომელსაც ქართველი გქვია
This post has been edited by dega on 4 Mar 2014, 21:40