”ვინც შეცდომას დაუშვებს, ის უნდა მოკლა .. (ორი განგსტერის მიერ ადამიანების დახვრეტის კადრები), ბოლომდე მოკლა.." (ისევ საკონტროლო გასროლები ტელეეკრანზე) და საფუძვლიანად მოკლა.. (კიდევ რამდენიმე საკონტროლო გასროლა სატელევიზიო კადრში), ბოლოს კი კლიპის ავტორები ხუმრობასაც დააყოლებენ, რომ ამ კლიპის გადაღების დროს არავინ დაშავებულა, რაც კიდევ უფრო ინდიფერენტულს ხდის ადამიანს ძალადობის მიმართ (სერიალი ”სოპრანოს კლანი”).
ასეთი კლიპი 2004 წელს ერთი თვის განმავლობაში გადიოდა "რუსთავი-2"-ზე
ბოლო თვეების განმავლობაში ძალადობის გახშირების გამო ფორუმის წინა თემებს გადავავლე თვალი და აშკარად რამდენიმე ტალღა ყოფილა 2010 წელს, 2011 წელს ძალადობის
სადისტური მკვლელობებიმკვლელობათა საზარელი სტატისტიკაამიტომ ახალ თემას გავხსნი მოდერატორების ნებართვით და ვთხოვ ნუ მიაერთებენ სხვა თემებს, რადგან ფაქტია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში სადაც ძალადობა ტელევიზიაში არათუ შეზღუდულია, არამედ წახალისებულია და ძალადობა კიდევ უფრო გაიზრდება, ამას ხელს უწყობს შემდეგი კანონი:
საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი
http://gncc.ge/files/7060_7177_768808_%E1%...%20-%20geo_.pdfმუხლი 45. სამაუწყებლო პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი
კრიტერიუმები
1. 18 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება
სამაუწყებლო პროგრამა თუ ის შეიცავს:
ე) თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენების
გრაფიკულ ასახვას ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით;
ზ) ძალადობის ამასხველ სცენებს ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით (გარდა
შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური
ჟანრის პროგრამებისა);
ესე იგი 15 წამი შეიძლება!
მსგავსი კანონი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს!
ეს ნიშნავს რომ საქართველოში შეუზღუდავად აჩვენებენ ყველა ფილმს რომელიც საზღვარგარეთ შეზღუდულია დღის საათებში ჩვენებისათვის
ეს ნიშნავს რომ უკვე 20 წელია საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს ვინც ტელევიზიას ხშირად უყურებს დაქვეითებული აქვს ნორმალური დამოკიდებულება ძალადობის მიმართ ქ, რადგან შეგუებულია ძალადობას
თვეების განმავლობაში გადაიცემოდა ქართული ტელეარხებით საათში ერთხელ სარეკლამო ანონსში წამების კადრები საშინელებათა ფილმიდან და პარალელურად დიქტორის სიტყვები, რომლებიც ფაქტიურად უბიძგებს ძალადობის განხორციელებისკენ, აგრესიისკენ, “არსებობს ადგილი, სადაც ყველაზე ბნელი, ავადმყოფური ფანტაზიები შეიძლება რეალური გახდეს, იქ თქვენი ყველა სურვილი ასრულდება, იქ თქვენ შეგიძლიათ დაამციროთ, აწამოთ ან მოკლათ”.
თუ არ შეიცვალა ეს კანონი და თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოკიდა ხელი სერიოზულ ანალიზს ძალადობა მხოლოდ მოიმატებს
This post has been edited by bochormeli on 29 Nov 2014, 03:17