პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც მისი შეფასებით, ძალიან კარგად იმუშავა.
„ძალიან კარგი ორგანიზებული იყო ყველაფერი და მთლიანობაში არჩევნებმა ჩაიარა ძალიან მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. განსაკუთრებული მადლობის ღირსია ალექსანდრე ჭიკაიძე და მისი უწყება. მინდა თიოთოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ და იცავდნენ წესრიგს და უსაფრთხოებას“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ყველგან გაიმარჯვა და ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. მისივე თქმით არჩევნებმა დაამტკიცა, რომ "ნაციონალური მოძრაობის რეალური რეიტინგი შეადგენს 6%-ს .
„საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელთა საერთო რაოდენობა არის 1049 კანდიდატი, 881 მაჟორიტარი არის კოალიცია „ქართული ოცნების“ , რაც დაახლოებით 77, 4%-ია. დანარჩენი კი არის სხვა დანარჩენი ოპოზიციის და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები. რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც მეორე ადგილის პრეტენზია აქვთ, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%“, - აღნიშნა პრემიერმა.
http://news.ge/ge/mobile/story/93833-ghari...reitingi-aris-6