ზოგი ფიქრობს, რომ აი ბლატერი დამპალიაო, ჩაწყობებიაო, მსაჯები მოსყიდულები არიანო. არადა რომ გადავხედოთ მსოფლიო თასის ისტორიას, უამრავი სამარცხვინო მომენტია შიგ დაგროვილი. მარტო მსაჯების გამო არა, მაგრამ ზოგადად - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ყველა გამარჯვებულს თასი ეკუთვნოდა, ძალიან ცდება...
აი 6 სამარცხვინო მომენტი და თუ ვინმეს მეტი გახსოვთ დაამატეთ.
1) 1982 წელი. ალჟირი პირველად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ყველასთვის გასაკვირად მათ დაამარცხეს გერმანია 2:1, შემდეგ წააგეს ავსტრიასთან და მოუგეს ჩილეს. 2 მოგება და 1 წაგება საკმარისი უნდა ყოფილიყო ჯგუფიდან გასასვლელად, მაგრამ... ჯგუფის ბოლო თამაშში, გერმანიას სჭირდებოდა 1:0 გამარჯვება ავსტრიასთან და ამ შემთხვევაში ორივენი გადიოდნენ შემდეგ ეტაპზე, ალჟირს კი ტოვებდნენ. გერმანიამ პირველ 10 წუთში გაიტანა გოლი, შემდეგ კი ბურთს ცენტრში აგორავებდნენ და დრო გაჰყავდათ. სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი უყვიროდა, აგინებდა და "წაეთრიეთ აქედან"-ო ეძახდა. ამ თამაშს ეძახიან "სირცხვილი გიხონში".

ერთმა გერმანელმა მოედანზე საკუთარი ქვეყნის დროშაც კი დაწვა.
2) სამხრეთ კორეა 2002 წელს. ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება, ეს იყო სირცხვილი. ამდენი არ-ჩათვლილი გოლი კორეელთა კარში მხოლოდ იმისთვის, რომ ნახევარფინალში გაეყვანათ.
3) 1982 წელი. ნახევარფინალი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. თანაბარი ბრძოლა იყო, პლატინი თავის კლასს აჩვენებდა მთელი თამაში და ერთ მომენტში მოხდა აი ესეთი რამე

. პლატინიმ გაიყვანა ერთი-ერთზე ბატისტონი გერმანელთა მეკარე შუმახერთან. შუმახერი მიხვდა, რომ ბურთს ვეღარ ასწრებდა, გამოექანა და სახეში შეახტა მთელი რაზგონით. მსაჯმა ვერაფერი ვერ დაინახა. თუმცა ბატისტონი გააცილეს(წაიღეს) მოედნიდან, კბილები მოედანზე დატოვა ტიპმა და ნეკნებიც კი ჩატეხილი ჰქონდა.

პენლებში გაიმარჯვა გერმანიამ, შუმახერმა მოხსნა პენლები მერე.
4) 1978 წელი. არგენტინა-პერუ. არგენტინაში ამ დროს იყო სამხედრო ხუნტა და ბევრი აპროტესტებდა კიდეც ამ ტურნირს.

დაჟე ის მსაჯი, რომელმაც იმსაჯა იტალია-არგენტინა(1:0), მეტჯერ აღარ უნახავთ მსაჯად.

ჰოოდა იმ დროს არ იყო ნახევარფინალები და მეოთხედფინალები, ჯგუფური ეტაპი იყო ხელმეორედ. ბრაზილიას არც ერთი წაგება არ ჰქონდა და ფინალში გადიოდა თუ არგენტინა პერუს მინიმუმ 4:0-ს არ მოუგებდა. და მოუგო. მერე გაირკვა, რომ ჩაწყობილი იყო, 6:0 მოიგო არგენტინამ. და ბრაზილია გამოვარდა ისე, რომ თამაში არ წაუგიათ ტურნირზე.
5) 1966 წლის მეოთხედფინალში, არგენტინა-ინგლისი იყო ძალიან თანაბარი თამაში. უცებ არგენტინელმა ფეხბურთელმა გააპროტესტა მსაჯის გადაწყვეტილება და რაღაც უთხრა მსაჯს. მსაჯმა მოედნიდან გააძევა, თან პოლიციას დაუძახა და ისე. არადა ტიპი ყვიროდა: "თარჯიმანი მომიყვანეთ, არ ვაგინებ, რაღაც უნდა ვუთხრა"-ო. მსაჯმა თქვა, რომ "არ მესმის რა მითხრა, მაგრამ აშკარად შემაგინა"-ო. 10 კაციან არგენტინას ინგლისმა ბოლოს გაუტანა 1 ბურთი და ნახევარფინალში გავიდნენ.
6) 1986 წელი, მერვედფინალი საბჭოთა კავშირი - ბელგია. სამარცხვინო თამაში სამარცხვინო მსაჯით. ორი ოქროს ბურთის მფლობელი ჰყავდა იმ დროს საბჭოთა კავშირს გუნდში - ბლოხინი და ბელანოვი. 4-3 მოიგო ბელგიამ და რითი? 2-ჯერ გაიტანეს 10 მეტრიანი თამაშგარიდან ბურთი.
თუ ვინმეს რამე გახსოვთ ამგვარი, დაამატეთ.
History and everything else...