კლიპმა უნებლიედ გამახსენა ცხოვრების ეპიზოდი, როდესაც მხიარული და კომფორტული აგვისტოს დღისით მამამ გამიყოლა თავის საქმეებზე ქალაქის დატვირთულ კვარტალში და ცოტა ხნით მანქანაში დამტოვა. რამოდენიმე ხანში მოულოდნელმა ჩამოვარდნილმა სრულმა სიჩუმემ მიიქცია ყურადღება. ტრაფიკის ხმით დატვირთულ გამზირზე ისეთი უჩვეულო სიჩუმე გაჩნდა, რომ ხალხის ლაპარაკი კი არა მათი ჩურჩულიც ისმოდა ისე თითქოს ღია ცის ქვეშ კი არა შენობაში ვიყავით. ისინიც ნაჩქარევად გაქრნენ. გზაჯვარედინი დაცარიელდა. მომდევნო წუთას კი პლაჟის მხდირან ასევე სრულიად უხმოდ მაგრამ თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ხალხის ისეთი რაოდენობა და შემადგენლობა (ნახევრად შიშვლები, შარვალ-კოსტუმ-კაბა-ქუსლებ გამოწკეპილ-გამოპრანჭული), რომ ერთადერთი რაც მაშინ გავიფიქრე, ზღვა გადმოსვლას იწყებს (რამოდენიმე თვის წინ უაზრო ხმები დადიოდა). აი ასეთი სახეები გვქონდა სოხუმელებს ომის დაწყების პირველივე მომენტიდანვე.
დევნილებმა კი დავაღწიეთ თავი, მაგრამ დარჩენილ ცოცხლებს "Isolated system"-ში დღემდე უწევთ ყურყუტი. არ მიწყინოთ სიტყვები მაგრამ, что называется до игрались - пN&დ3ц подкрался незаметно хоть виден был из далека.
გაუფრთხილდით ყოფას, საკადრისად დააფასეთ.
The 2nd Law: Isolated System
http://www.youtube.com/watch?v=VXPoJAyeF8k