#41164249 · 3 Jun 2014, 23:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას. ბევრი რამე ვცადე ჩემი პრობლემის მოგვარებისთვის, და ალბათ ფორუმზე დახმარების თხოვნა ერთ-ერთი უკანასკნელი ვარიანტია. მარტივად შევეცდები ავღწერო ის პრობლემა რაც 5 წელიწადი მაწუხებს, და განსაკუთრებით საშინელ პირობებში ჩამაგდო ბოლო რამოდენიმე თვე. მე მუსიკოსი ვარ, და ჩემ სარდაფში ხმის იზოლაციისთვის კედლებზე (ყველგან) გავაკარი სტეკლოვატა. სტეკლოვატა იყო გახსნილი და დაუფარავი. და რამოდენიმე წლის განვალობაში მე ვსუნთქავდი ჰაერს რომელშიც დაფრინავდა ეს სტეკლოვატის მიკრო-მტვერი, რის შედეგაც გამივითარდა საშინელი ქრონიკული ბრონქიტი, და ბრონქიალური ასტმა. ჯერ ალერგოლოგებთან დავდიოდი და 3-4 წელიწადი ანტი ალერგიული წამლებით მკურნალობდნენ - უშედეგოდ. შემდეგ გამიშვეს პულმონოლოგთან "ტუბდისპანსერში". გავიკეთე ყველანაირი შემოწმება და ანალიზი რაც კი შეიძებოდა. გადამიღეს რენტგენიც, კომპიუტერული ტომოგრაფიაც, ეხოც, სისხლები და ა.შ. საბოლოო ჯამში არაფერი არ გამოჩნდა, და ერთად ერთი რაც შემიძლია გაგიკეთოო ეს არის ბრონქოსკოპიაო. გავიკეთე. I ხარისხის ჩირქოვანი ენდობრონქითი. ძალიან დიდი რაონენობით არის ლორწი და ზოგ ადგილებში მექანიკური დაზიანება არისო და შეხებისას პატარა სისხლდენა და ეს ჩემი ხველა, ჟანგბადის უკმარისობა და ზოგადად სუნთქვის პრობლემები არის ამ სითხის ბრალი. მაგრამ როგორც ასეთი არ უთქვამს არაფერი იმის შესახებ არის ეს სილიკოზი თუ არა. აიღეს ბიოპსია, რის ანალიზმაც არაფერი არ აჩვენა, ფლორა დარღვეული არ არის. დამინიშნეს ინჰალაციები ნებულაიზერით და წამლები. უკვე მესამე თვეა რაც ვკურნალობ და არ ვარ კმაყოფილი შედეგით, და ჩემ ექიმსაც არაფერი ახალის თქმა არ შეუძლია, გამიუქმა უმეტესობა წამლები და დამიტოვა მხოლოდ ინჰალაციები. ჩემი მდგომარეობა სულაც არ უმჯობესდება და არც კი ვიცი რა ვქნა. მუდმივად ვახველებ, სამწუხაროდ წარუმატებლად, რადგან არ შემიძლია ამოვახველო ნახველი. თქვენი რჩევა მჭირდება რა შეიძლება მოვიმოქმედო ასეთ სიტუაციაში, სადმე სხვაგან წავიდე? და თუ კი სად ან ვისთან, ან იმკურნება თუ არა ეს ჩემი დაზიანება რაც ამ სტეკლოვატამ მომაყენა?
This post has been edited by BoromiR on 3 Jun 2014, 23:21
|