მაშ ასე,მიშიკოს მმართველობა დასასრულს უახლოვდება,როგორც იტყვიან,მატარებელი დეპოში შედის და ჩვენი ამოცანაა,რომ დავითვალოთ მისი მონაგარი.მოდი,ვნახოთ ვენახი,ვინ შეჭამა ვენახი
ვინაიდან და რადგანაც,ეს არის არაადამიანურად დიდი თემა და ძალიან მეზარება დეტალებში ჩაკირკიტება(რა საოცარი სიტყვაა!),ამიტომ გადავწყვიტე,რომ დამეკონსპექტებინასავით ეს თემა და,უბრალოდ,პარალელები გამევლო ეძიკასა(მისი მმართველობის ბოლო პერიოდი) და მიშიკოს შორის პლუს-მინუსების აღნიშვნით.
თან ძალიან დიდ თემას მაინც არ წაიკითხავთ
(აი,კარდუ,ნამდვილად ვიცი,რომ არ წაიკითხავს.ისე "დისპუტობს" ხოლმე და ისე ასკვნის რაღაცეებს). ამასაც გავაფორმებ ფერებით,რომ ადვილად,ერთი ამოსუნთქვით შეძლოთ წაკითხვა.
დავიწყეთ
1. ელექტრო ენერგია-ეძიკას მმართველობის ბოლო თვეებში ნამდვილად იყო შუქი,მაგრამ მიშიკოს ამას მაინც ნუ დავუკარგავთ
ეძიკა(-)-
მიშა(+)2. გზები-სასაყვედურო აქ არაფერი გვაქვს მიშიკოზე,თუმცა,გზა ზოგან ჯერაც გასაკეთებელია
ეძიკა(-)-
მიშა(+)3. ცხელი წყალი(ნწ,ნწ,კომენტარის გარეშე.სადაა ცხელი წყალი და კარგი ცხორება.მომინდომეს საბჭოთა კავშირი)
ეძიკა(X)-
მიშა(X)4. შენობების ფასადები,მათი გადაღებვა-ეს ძალიან ორაზროვანი საკითხია.ერთის მხრივ,ძალიან კარგია შენობების გადაღებვა,მაგრამ მეორეს მხრივ,მარტო ის ნაწილი იღებებოდა,რომელიც ჩანდა ცენტრალური ტრასის მხრიდან.გარდა ამისა,ბევრი კითხვის ნიშანია თვითონ "გემოვნებიან" გადაღებვასთან დაკავშირებით.ასეა თუ ისე,მიშიკოს მაინც პლუსი.
ეძიკა(-)-
მიშა(+)5. ტრანსპორტით მგზავრობა-ეძიკას დროს ორჯერ იაფი იყო.რაღა დავამატო.
ეძიკა(+)-
მიშა(-)6. სწავლის ქირა-ეძიკას დროს სწვალის ქირაც ორჯერ ნაკლები იყო
ეძიკა(+)-
მიშა(-)7. ქუჩებისა და პარკების დასუფთავებაეძიკა(-)-
მიშა(+)8. სხვადასხვა სამსახურების ორგანიზაციული საკითხები-ანუ,აქ იგულისხმება მეეზოვეების,მეხანძრეების,პატრულის უნიფორმები და ეგეთი რაღაცეები
ეძიკა(-)-
მიშა(+)9. ქალაქის კეთილმოწყობა-სათამაშო მოედნები,სკვერები,ფანტანებსაც აქ დავწერ
ეძიკა(-)-
მიშა(+)10. დაბალი ფენის კომფორტულობა-ეძიკას დროს უკეთესად იყვნენ.მარტო დეზერტირების ბაზრის გაუქმებასა და გარე მოვაჭრეების აყრაზე არაა საუბარი,ზოგადად ვამბობ.
ეძიკა(+)-
მიშა(-)11.გაზიეძიკა(-)-
მიშა(+)12. მედიის დამოუკიდებლობა-რა თქმა უნდა,ეძიკას დროს არ იყო ჯეფერსონისეული დემოკრატია,მაგრამ რაც იყო,ის ნამდვილად ათი თავით სჯობს ახლანდელ "დემოკრატიის შუქურას".ეძიკას დროს უფრო დაბალანსებული იყო მედია,ერთ უკიდურესობას მეორე უკიდურესობა აბალანსებდა და ყველანი კმაყოფილები ვიყავით.ყოველ შემთხვევაში,ისტერიკაშიც არ იყო შევარდნაძე ამის გამო.ყველაფერი იყო ეძიკას დროს-"ტაიმ აუტიდან" დაწყებული(ისე,ნატო ონიანი სად დაიკარგა? მომწონდა ეგ ქალი),"პრეზიდენტი გისმენთ"-ით გაგრძელებული(ლუბა ელიაშვილიც სადაა?) და "60 წუთით" დამთავრებული.
ეძიკა(+)-
მიშა(-)13. ტელევიზიის დარბევა-მიშიკომ უმოწყალოდ დაარბია "იმედი",ეძიკამ არ დაარბია "ერორი",იმის მიუხედავად,რომ შეეძლო და ბევრად უფრო მეტი არგუმენტიც ჰქონდა-"ბავშვები წამოიყვანეთ აქციაზე და ვერ დაგარბევენ" © ერორის ერთი ჟურნალისტი)
ეძიკა(+)-
მიშა(-)14. პარლამენტი-ეძიკას დროს ბევრად უფრო მრავალფეროვანი,საინტერესო და ქმედითუნარიანი(შეძლებისდაგვარად) პარლამენტი იყო,ვიდრე ახლაა,მიშიკოს დროს.
ეძიკა(+)-
მიშა(-)15. პრეზიდენტის მარჯვენა და მარცხენა ხელი,ანუ სახელმწიფო მინისტრი(პრემიერ მინისტრი) და პარლამენტის თავმჯდომარე-აქ ბევრი ლაი-ლაი არაა საჭირო,ყველას გახსოვთ,რას წარმოადგენდა ჟვანია-ბურჯანაძის ტანდემი ეძიკას დროს,ისინი პრაქტიკულად უკვე ეძიკას ოპოზიცია იყვნენ მათი მთავრობაში ყოფნის დროსაც კი.შეადარეთ ახლანდელ პრემიერს/პარლამენტის სპიკერს და განსხვავებას თვალნათლივ დაინახავთ.მიშიკოს ჯიბეში ჰყავს ჩასმული პრემიერიც და პარლამენტის სპიკერიც.
ეძიკა(+)-
მიშა(-)16. შუსუსუს მინისტრი-შევარდნაძეს ჩემგან დიდი რესპექტები.მან გადააყენა კახა თარამაძე,მიშიკო კი ვანო მერაბიშვილს ვერ და არ შეელია,ერთ ადგილზე დაიკიდა ხალხის მოთხოვნა და მის გადაყენებას ვინ ჩიოდა,დამამცირებლად გვიპასუხა: ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის ხერხემალიაო.
ეძიკა(+)-
მიშა(-)17. ედიტედ,ხარვეზი
[SIZE=7]18. მიტინგის დარბევა-ეძიკამ არ დაარბია(მავანნი ამბობენ,ვერ დაარბიაო,მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს);მიშიკომ კი დედა უტირა მომიტინგეებს-აკრძალული მეთოდები გამოიყენა თავისი ხალხის დასარბევად;იმ ხალხისა,რომელმაც იგი ქვეყნის სათავეში მოიყვანა ხმათა 98%-ით!
ეძიკა(+)-
მიშა(-)19. მცირე მეწარმეები-თუ კრიშა არ გაქვს,ძნელია რამეს მიაღწიო,წილებში უნდა ჩაგიჯდნენ და ა.შ. ასე იყო ეძიკას დროსაც და ასეა მიშიკოს დროსაც,მაგრამ ეძიკას დროს უფრო ადვილი იყო წვრილ-ბიზნესმენობა/მცირე მეწარმეობა;ფართის შოვნაზე მაინც არ იყო პრობლემა.მიშიკოს დროს კი ყველანაირ ნაგებობას გინგრევენ,ქალაქის ხედს აფუჭებსო,თანაც უკანონოაო.
ეძიკა(+)-
მიშა(-)20. კერძო საკუთრების ხელყოფა-უუუუხ,მიშიკოს დროს საშინელებები ხდება.
ეძიკა(+)-
მიშა(-)21. გონიერება-ეძიკა ბევრად უფრო ჭკვიანი კაცი იყო,ამაზე კამათიც კი სისულელეა.
ეძიკა(+)-
მიშა(-)22. სიმხდალე-ეძიკა ძალით გაათრია დაცვამ პარლამენტიდან,კოსტუმში დაქაჩეს;მიშიკო კი გორში ისე გარბოდა,რომ დაცვა ვერ ეწეოდა,კუშნერი ვისღა ახსოვდა იმ დროს.არა რა,დიდების ზენიტში,თვით მორის გრინსა და მაიკლ ჯონსონსაც კი შეშურდებოდათ ასეთი სპრინტი.
ეძიკა(+)-
მიშა(-)23. კადრების შერჩევა-უპირატესობას ეძიკას მივანიჭებ.ის კაცი ეძებდა მაინც პროფესიონალებს და,რაც მთავარია,წესიერ ადამიანებს-არსენიშვილი,მეფარიძე,ხაბურძანია,ნარჩემაშვილი,მამრაძე,ლორთქიფანიძე,საჯაია(მისი კადრები იყო უმეტესობა,მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა,ეგრე მერაბიშვილის კადრია ნახევარზე მეტი ახლანდელ მთავრობაში).ნუ,დავა შეიძლება,ვინ რამდენად გაამრთლა,მამალაძის გახსენებაც შეიძლება...დაგასწარით,თავს ნუღარ შეიწუხებთ!

და ა.შ.,მაგრამ მაინც ეძიკას დროს უკეთესი კადრები იყო, და თუ მათ იმიტომ ვერ ვიტანდით,რომ უშუქობაში და უგაზობაში ყველაზე და ყველაფერზე აღრენილი ვიყავით იმ მთავრობაში,ეგ სხვა საკითხია.კონკრეტულად მათი "კრიმინალური" დანაშაული,მაგალითად,არსენიშვილის,მე არ მახსენდება. მიშიკოსაც ჰყავს მთავრობაში ბევრი წესიერი კადრი,მაგრამ იმის გათვალისწინებით,რომ ეგ კაცი თავის "კაცებს" ეძებს და არა წესიერ და პროფესიონალ კადრებს,ამიტომ უპირატესობას ეძიკას მივანიჭებ.
მიშიკომ დაძეძგა ყველა სტრუქტურა ლაწირაკი კმარელებით(როგორ ვერ ვიტან) და თუ ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ხარ,რთულია ამ ქვეყანაში ნორმალურ თანამდებობაზე გაქაჩვა. რამდენს დაატოვებინეს სამსახური იმის გამო,რომ მათ გუნდში არ იყვნენ.ეძიკას დროს კი ასეთი მასშტაბები არ ჰქონდა ამ ყველაფერს.
ეძიკა(+)-
მიშა(-)24. სასამართლოს დამოუკიდებლობა-კომენტარი ზედმეტია,თუმცა,მაინც გავაკეთებ: ეძიკას დროს სასამართლო ნახევრად იყო დამოკიდებული(პროკურატურაზე და შსს-ზე),მიშიკოს დროს კი-მთლიანად.
ეძიკა(+)-
მიშა(-)25. კრიმინალური სიტუაცია ქვეყანაში-რა ვიცი,ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდებოდა.თითქოს თავიდან გაიზარდა კრიმინალის რიცხვი საპატრულო პოლიციის შექმნასთან ერთად,მაგრამ მერე შემცირდა,(წყარო:"ერორი"),მგონი.ასეა თუ ისე,პატრულს მაინც წარმატებულ რეფორმად მივიჩნევ.
ეძიკა(-)-
მიშა(+)26. სპორტი-ეძიაკას დროს ბრინჯაოს ვიგებდით ოლიმპიადებზე;მიშიკოს დროს კი ოქროს მოგებაც დავიწყეთ.ასევე აღსანიშნავია დიდი ფულადი პრემიები,რომელიც გამარჯვებულებს ეძლევათ და ამას მხოლოდ მივესალმები.ისე,საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ეძიკას დროს უკეთ გამოიყურებოდა,მაგრამ მიშიკოს არ დავუკარგავ...
ეძიკა(-)-
მიშა(+)27. ცხვირის ჩაყოფა სხვის საქმეებში-მიშიკო პირადად აკონტროლებს ქვეყანას,მის გარეშე კატებს ვეღარ უზასავიათ ღამე სადარბაზოში.მიშიკოს ვინც უნდა,ის იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე და სხვ.მაგალითები ბევრია,ჩამოთვლას აზრი არ აქვს.
ეძიკა(+)-
მიშა(-)28. უნივერსისტეტის ავტონომია-მიშიკოს დროს გიული ალასანიასა და მის კადრებს მიჰყავთ პარადი თსუ-ში.
ეძიკა(+)-
მიშა(-)29. ოჯახური/ახლობლური კლანები-ეძიკას დროსაც იყო და ახლაც არის-გია ჯოხთაბერიძე,მანანა შევარდნაძე,ნუგზარ შევარდნაძე...გიული ალასანია,ქსენია(თუ ჟენია) მერაბიშვილი,დათო სააკაშვილი,ვანო მერაბიშვილი,თაკო სალაყაია და ა.შ.
ეძიკა(X)-
მიშა(X)30. ინვესტიციები-მიშიკოს დროს უფრო მეტია
ეძიკა(-)-
მიშა(+)31. საუკუნის პროექტები-ეძიკას დროს ჩაეყარა საფუძველი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს, მილსადენებს ვგულისხმობ;მიშიკოს დროსაც განხორციელდა ბევრი კარგი პროექტი,გაიხსნა სხვადასხვა ქარხნები,თბილისი-ლონდონის ექსპრესიც გვიახლოვდება (

)
მოკლედ,არცერთს არ დავუკარგავ კარგ საქმეებს
ეძიკა(X)-
მიშა(X)32. არჩევნების გაყალბება-ეძიკა აყალბებდა შესაძლებლობების ფარგლებში,მიშიკოც აყალბებს ასევე შესაძლებლობების ფარგლებში.საარჩევნო კანონის დაუხვეწავობაზე და მსგავს რაღაცეებზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
ეძიკა(X)-
მიშა(X)33. დაბალნსებული,ე.წ. ბალანსის პოლიტიკა-ეძიკას ჰქონდა კარგი სტრატეგია,არც მწვადს წვავდა და არც შამფურს;მიშიკოს ცალსახად უჭირავს ამერიკული გეზი და,სამწუხაროდ,ვიცით რაც მოხდა.როცა ასეთ რისკზე მიდიხარ,წინასწარ უნდა გათვალო რაღაცეები და მომზადებული მაინც უნდა შეხვდე სირთულეებს.სირთულეები კი არა,ნუ,კაი...
ეძიკა(+)-
მიშა(-)34. დაკარგული ტერიტორიები-ეძიკას დროს ბევრად უფრო პატარა ფართობი ეკავა ასეთ ტერიტორიებს,ვიდრე ახლა უკავია,მიშას პრეზიდენტობის დროს.მიშიკოს დროს ისე შორსა ვართ მაგ ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივებისგან(სწორედაც),როგორც არასოდეს
ეძიკა(+)-
მიშა(-)35. ჯარი-მიშიკოს დროს უკეთესი შეიარაღება გვაქვს.
ეძიკა(-)-
მიშა(+)36. კურორტებზე დასვენება-ეძიკას დროს ბევრად უფრო იაფი იყო აჭარაში დასვენება
ეძიკა(+)-
მიშა(-)37. უკანონო დაპატიმრებები-მიშა გინესის რეკორდებშია შესატანი.ირაკლი კაკაბაძის,ირაკლი ბათიასვილისა და ცოტნე გამსახურდიას დაკავება იმ სასაცილო მოტივებით,ადამიანის ფანტაზიის უნარს სცილდება.კიდევ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება.ეძიკას დროსაც იყო,გამოერეოდა,მაგრამ მიშიკოს დროს იმენნა safari გააჩაღეს.
ეძიკა(+)-
მიშა(-) 38. გახმაურებული და გაუხსნელი მკვლელობები-ეძიკას დროსაც იყო და მიშიკოს დროსაც არის
ეძიკა(X)-
მიშა(X)39. კორუფცია-ეძიკას დროს იყო საშინელი კორუფცია,ყველა,ვისაც ხელი მიუწვდებოდა,იყო კორუმპირებული,თუ ზედმეტად პატიოსანი არ იყო.მიშიკოს დროს, ქვედა დონეზე აიკრძალა კორუფცია და დაიწყეს ლიფსიტების დაკავება 10-15 ლარის,ე.წ. ქრთამის აღებისთვის.სამაგიეროდ დააკანონეს კორუფცია ზედა ეშელონებში.ჯერ მარტო ისეთი კანონები მიიღეს,რომ ვერც შეედავები.
მოკლედ,გაჭირვებული ხალხის დაჭერა 30 ლარის აღებაზე,იყო ასეთი ფაქტიც,არის უარესი კრიმინალი.
ეძიკა(X)-
მიშა(X)40. ნარკომანია-დაიძეძგა თბილისი და საქართველო ნარკომანებით.ყოველი მესამე უკვე ნარკომანია.ეძიკას დროს პანდემია მაინც არ ყოფილა.
ეძიკა(+)-
მიშა(-) 41. კანონის უზენაესობა-არც ეძიკა იყო "ჩიტი მგალობელი",მაგრამ კონსტიტუციას მაინც არ ხმარობდა ყველა დირკიდან,მიშასგან განსხვავებით.
ეძიკა(+)-
მიშა(-) 42. მოსმენები-"პატრიოტის თუ პატრინოტის აქტი",ყველაფერი ნათქვამია.არც მანამდე აკლებდა მიშიკო,ჩვენს შორის რომ დარჩეს
ეძიკა(+)-
მიშა(-) 43. პროდუქციის გასღება უცხოურ ბაზრებზე-მიშიკომ რუსეთის ბაზარი გადაგვიკეტა,სწორედ მან,ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი რესურსი.აქ ზედმეტი კომენტარი საჭირო არ არის
ეძიკა(+)-
მიშა(-) 44.პენსიები/ხელფასები-მიშიკოს დროს მიზერულად გაიზარდა
ეძიკა(-)-
მიშა(+) 45. ჯანდაცვის სფეროს მომსახურება-მიშიკოს დროს თან გაუმჯობესდა(ფასი) და თან გაუარესდა.ეს იმაზეა დამოკიდებული,ჰოსპიტალიზაცია მოუწევს თუ არა ვინმეს(კლინიკაში დაწვენა)
დიაგნოსტიკაც ძალიან ძვირი ღირს
ეძიკა(X)-
მიშა(X) 46. განათლების სფერო-მიშიკოს რეფორმა სრული არმაგედონია,ხუმრობის გარეშე.ჩავარდა ეს რეფორმა და იმაზე უარესი მივიღეთ,ვიდრე გვქონდა.
ეძიკა(+)-
მიშა(-) 47. ღირსების ორდენები-მიშიკომ ტუალეტის ქაღალდის დანიშნულება მისცა.სამწუხაროა,რომ ის ხალხიც იღებს მაგას იმ მრავალრიცხოვან უღირსებთან ერთად,რომლებიც მართლა იმსახურებენ.
ლელა-ორგზის ორდენოსანი,ბლაჰ
ეძიკა(+)-
მიშა(-) 48. სირცხვილი და თავის მოჭრა-47 პუნქტთან კავშირშია,რაღაც არსებობს.მიშიკომ მსოფლიოს მასშტაბით გაგვაპაზორა: ჩვენი თანამოქალაქეების რუსეთიდან გამოგდება საბარგი თვითმფრინავით,ტერიტორიების დაკარგვა უბრძოლველად,თან ისე,რომ კონსტიტუციურ წესრიგს ვაღდგენდით და უეცრად აღმოვჩნდით "შეტენილები"...გამგები გაიგებს.ოღონდ არ თქვათ,მიშა რა შუაშიაო! შუაში კი არა,თავშია.მაგის უტვინო პოლიტიკის შედეგია ეს ამხელა დამცირება.
ეძიკა(+)-
მიშა(-) აუუუ,მუზა წავიდა.კიდევ ბევრი რამე მქონდა დასაწერი და ვეღარ ვიხსენებ 
მერე მუზა ისევ მოვა და მივამატებ "კაი-კაი" რაღაცეებს.მანამდე კი თქვენ შემოამატეთ სუფრას,ნუ მოგერიდებათ,გადახდილია!დავთვალოთ შედეგები: მიშას აქვს 12 პლუსი;ეძიკას აქვს 28 პლუსი.თითქმის სამჯერ მეტი.რეზიუმე: ეძიკა
მიშიკო:
მოგენატრება მამათი,დედა ვატირე ამათი! This post has been edited by ტანკე on 4 Nov 2008, 18:33