გაგიმარჯოს
ინგლისურად თუ კითხულობ (მე მგონი ესენი ქართულადაც არის ნათარგმნი), მაშინ გირჩევ წაიკითხო
Kallistos Ware-ის ორი წიგნი: 1) Orthodox Church (მართლმადიდებლური ეკლესია) და 2) Orthodox Way (მართლმადიდებლური გზა).
ასევ აუცილებლად წაიკითხე ბერძენი მიტროპოლიტის იეროთეოს ვლახოსის "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია". ეს წიგნი ვიცი, რომ იყიდება საქართველოში.
ამ ლინკზე არის ამ წიგნის ინტერნეტ ვერსია.
library.church.ge არის კარგი ვებგვერდი, სადაც საკმაო რაოდენობით მართლმადიდებლური ლისტერატურაა ქართულად. ბევრი წმინდანის ნაშრომია შეტანილი. ასევე მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაც არის განხილული და ა.შ.
მე ასევე გირჩევდი მამა გიორგის წიგნებს "თავნი და ბოლონი იტყვიან, გიორგი", "ძალა და თავისუფლება" და "ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი." აქ დავამატებ, რომ ბევრ საეკლესიო მოღვაწეს ეს წიგნები მიაჩნია არამართლმადიდებლურ წიგნებად და ამბობენ, რომ მამა გიორგი ხიბლშიაო (რაც მართლმადიდებლობაში იმას ნიშნავს, რომ ამ სწავლას მამა გიორგი ბოროტისაგან, ანუ ეშმაკისაგან, იღებსო). მე კიდევ ვიტყოდი, რომ მისი სწავლება მართლმადიდებელ წმინდანთა სწავლებაა და არაფერს განსხვავებულს არ ამბობს მამა გიორგი. ამაში მე დავრწმუნდი, როცა დავიწყე ფილოკალიის კითხვა. ფილოკალია არის წმინდა მამათა სწავლებების ანთოლოგია, რომელითაც ათონის მთაზე ბერები ხელმძღვანელობენ. მე რომ არ მენახა მამა გიორგის სწავლებანი ფილოკალიაში (ან სხვა წმინდათა ნაწერებში), მაშინ არ გირჩევდი მისი წიგნების წაკითხვას.
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამ საქმეში
გიორგი XIIმართლმადიდებლობის ხსენებაზე მაგრად გბურძგლავთ ეტყობა ამ მასონებს, "თავისუფალ" ადამიანებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზას ვადგავართ.