#36973309 · 24 Jun 2013, 15:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TipsyEagle
შეგიძლია კი, რასაც გინდა იმ დომენს დაარქმევ, მაგრამ არცერთ სხვა კომპიუტერს არ ეცოდინება რომ შენ სერვერს ეგ დომენი აქვს, ამიტომაც ვერ დაუკავშირდებიან. სატესტაოდ შეგიძლია რომელიმე კომპს გაუწერო hosts ფაილში, რომ ესა და ეს დომენი არის ამა და ამ IP-ზეთქო და შემოვა.
იმისათვის რომ ხელით გაწერა არ დაჭირდეს და ყველა შემოვიდეს, უნდა იყიდო დომენი. კავკასუსისგან თუ იყიდი, ცალკე კიდე დაგჭირდება სადმე დომეინ ჰოსტინგის ყიდვა და იქედან გადმომისამართება შენს სერვერზე A ჩანაწერით.
ამისათვის შენ საკუთარო DNS სერვერი არც გჭირდება.
და თუ უკვე გინდა, რომ შენ განკარგო შენი დომენის სუბდომეინები და ყველანაირი ჩანაწერი შენი საკუთარი დნს სერვერით, მაშინ მოგიწევს საკუთარი IP მისამართის ყიდვა, რევერს დნს-ჩანაწერის გაკეთება ripe.net-ზე, კავკასუსში შენს დნს სერვერზე გადმომისამართება დომენის და შენს სერვერზე მერე ptr რეკორდის გაკეთება. (პ.ს. ამ ყველაფერთან ერთად მეორე დნს სერვერიც უნდა გქონდეს).
--------------------
while(i == true) { love++; }
|