მოემზადეთ 2014 წლის მოლაშქრეთა ფესტივალისთვის.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია 7-11 აგვისტოს გეპატიჟებათ 2014 წლის მოლაშქრეთა ფესტივალზე. ის ტრადიციულად ეგრისის ქედზე გაიმართება ტობა ვარჩხილის ტბათა სისტემის მიმდებარედ.
Toba-Fest-ი 5 დღე გაგრძელდება და დატვირთული იქნება მრავალი შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით.
მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტირებით, კვებითა და გზამკვლევის მომსახურებით.
Toba-Fest-ში მონაწილეობის მიღება უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც მონაწილეობა მიუღია ან ფესტივალამდე მიიღებს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ან ფედერაციაში შემავალი რომელიმე პროფესიონალი მოლაშქრეთა კლუბის მიერ ორგანიზებულ 3 რთული კატეგორიის ლაშქრობაში.
ფესტივალის მიზანი ეგრისის ქედის ტურისტული მარშრუტების და ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაციაა.
ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს 100 ადამიანს.
დამატებით ინფორმაციას დროთა განმავლობაში მოგაწვდით. რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
598 701 175 გიორგი შაკაია
558 044 055 გიორგი ქერაშვილი
https://www.facebook.com/events/579523435479899/
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)