მგონი ესეთი თემა აქ არ არის.
აგარაკზე ოთახს ვარემონტებთ, გვინდა პალეტისგან გავაკეთოთ საწოლი და მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინა იდეები.
რაიმე გაქვთ ამ მასალისგან გაკეთებული?
საკმაოდ კარგი რაღაცეების დამზადება შეიძლება პალეტებისგან, მაგიდა, საწოლი, ეზოში ბილიკები , კედლის აქსესუარები და ა.შ. და მარტივად და იაფად.
პალეტი არის ხის კონსტრუქცია რომლითაც ჩამოაქვთ სატრანსპორტო კომპანიებს სხვადასხვა მასალები, ანუ ზედ დებენ მაგალითად კაფელს, ლამინატს და ა.შ.

ხის ევრო პალეტის სტანდარტული ზომა: 800X1200 მმ, ფასი 5 ლარიდან 10 ლარამდეა დაახლოებით (ხარისხს და მდგომარეობას გააჩნია)
ეს კი პალეტისგან დამზადებული ავეჯი:
.jpg)


ვიდეო ინსტრუქცია
This post has been edited by Iron Butterfly on 11 Jun 2014, 12:06
When Life Just Blows .... Fukitol® !
I'm Gonna Git You Sucka