http://www.geotimes.ge/index.php?m=home&newsid=5838310 ივნისს, ,,ასავალ-დასავალმა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მამული, ენა, სარწმუნოების“ ხელმძღვანელის ლადო სადღობელაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც სადღობელაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დრონი“ ახალგაზრდებს შემოდგომაზე დაგეგმილი "თბილისური მაიდნისთვის" ამზადებს. ასევე, მან გამოაქვეყნა იმ უცხოელი ტრენერების სიაც, რომლებიც საქართველოში ახლაგზარდებს ამზადებენ.
ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ,,ჯორჯიან თაიმსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დრონის“ წარმომადგენელს, გიორგი კიკალიშვილს ესაუბრა, რომელმაც გავრცელებულ ინფორმაციას აფსურდი უწოდა.
ლადო სადღობელაშვილმა ,,ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში თქვენს ორგანიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ,,დრონი“ შემოდგომისთვის თბილისური მაიდანის მოსაწყობად ემზადება. როგორ ფიქრობთ, რა გახდა მათი მხრიდან ამ მოსაზრების გამოთქმის მიზეზი ?
ეს არის აფსურდი. ეს ადამიანი არის ბრიყვი და ისეთმა ვინმემ გამოიყენა, რომელიც არის დაბოღმილი და ჩვენი ორგანიზაციის წარმატება არ უხარია. საერთოდ, ლადო ვინ არის არ ვიცით, არ ვიცნობთ. ეს ყველაფერი ლოგიკასაა მოკლებული. ინტერვიუში ძალიან ბევრი სიყალბე წერია.
სადღობელაშვილიმა თქვენი ორგანიზაციის 10 წლის იუბილეზეც ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს სხვადასხვა საშუალებით იზიდავთ - ბიოს ნარკოტიკით, წვეულებებზე სიარულით ...
სისულელეა ეს ყველაფერი. ჩვენი ორგანიზაცია პირიქით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. ამჟამად გვყავს როგორც ჩამოყვანილი, ასევე, ადგილობრივი ველოსპორტსმენები, რომლებთან ერთადაც ბევრ აქციას ვაწყობთ ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად.
სადღობელაშვილი ამბობს, ყოველივე ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი კადრები გააჩნია. როგორ ფიქრობთ, რა კადრებზე შეიძლება იყოს საუბარი და შეიძლება თუ არა რეალურად არსებობდეს ეს კადრები ?
გამოიტანონ ნებისმიერი კადრები, ჩანაწერები. სთხოვეთ, მედიის წარომომადგენლებმა გაასაჯაროოს ეს ვიდეო და ვნახოთ რა აქვს.
თქვნი აზრით, საიდან მიუწვდებათ ორგანიზაცია ,,მამული, ენა, სარწმუნოების“ წარმომადგენლებს თქვენი ორგანიზაციის საქმეებზე ხელი ?
ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი არის სააშკარაოზე გამოტანილი. ყველა ჩვენი ღონისძიება, აქტივობა, იდება ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,დრონის“ ფეისბუქ-გვერდზე. სწორედ აქ გამოქვეყნდა ჩვენი ორგანიზაციის 10 წლის იუბილის ამსახვლი კადრები და სურათები... XXI საუკუნეში არაფერი იმალება.
ამბობენ, რომ ,,დრონი“ ,,ნაციონალების“, პოლონური და გერმანული ფონდების მიერ ფინანსდება. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას ?
ჩვენი ორგანიზაცია არასდროს არ ფინანსდებოდა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ. ის, რომ მე კონკრეტულ პოლიტიკოსებთან ერთად მაქვს სურათი გადაღებული, სრული სიცრუეა. საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანებს და არც კი შევხვედრივარ.
და რეალურად ვინ გაფინანსებთ?
ჩვენ არანაირად არ გვაფინანსებს ადგილობრივი წყარო. რა პროგრამებსაც ვაკეთებთ, არის ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამა, რომელსაც ქვია "Use In Action”. ჩვენთან ერთად, ამ პროგრმაში მონაწილეობას იღებს საქართველოში თითქმის ასამდე ორგანიზაცია. ჩვენ ვაძლევთ ახლგაზრდებს საშუალებას, გაცვლით პროგრამებში, ტრენინგებში, სემინარებში მიიღონ მონაწილეობა. დასამალი არაფერია, გვეამაყება, რომ ამ პროგრამას ვახორციელებთ.
მართლაც ჩამოგყავთ თუ არა უცხოელი ტრენერები, რომლებიც ამზადებენ ორგანიზაციის წევრებს?
სია, რომელიც მათ აქვთ, სადაც დაახლოებით 15 კაცი წერია, ისინი სრულიად უცხოები არიან ჩვენთვის. ამათგან, არც ერთი არ მოგვიწვევია, როგორც ტრენერი. არც მე და არც ორგანიზაციის წევრები არც კი შევხვედრივართ მათ. ჩამოთვლილთაგან ვიცნობთ ერთადერთს. ესაა ჩეხი კლარკა ბეზანტოვა, რომელიც ჩვენთან, როგორც მოხალისე ისე იყო.
არც ქართველი ლიდერების სიას ადასტურებთ?
ესენი არიან ჩვენი ორგანიზაციის წევრები, თუმცა ყველა არა. იქ წერია რადენიმე სახელი და გვარი, რომლებსაც ვიცნობთ, მაგრამ თანამშრომლები არ არიან.
როგორც აღნიშნეთ, "ასავალ დასავალში" გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მათი მხრიდან თქვენს საწინააღმდეგოდ მიცემული ინტერვიუ?
რაღაც გარკვეული ეჭვები გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით, რადგან სარჩელს ვამზადებთ და არ მინდა, წინასწარ რაიმე ვთქვა, მაგრამ დარწმუნებულები იყავით იმაში, რომ მათ იმავე საშუალებით მოუწევთ ბოდიშის მოხდა, რითაც ეს სისულელე თქვეს.