...მერობის კანდიდატ - მელაკუდას დაპირებებიდან, განსაკუთრებით მინდა შევეხმიანო დედაქალაქის ბინადართა მზის მუქთი ენერგომომარაგების საკითხს! ვიღაცას ეს შეიძლება რაღაც წვრილმან განუხორციელებელ დაპირებად ან უწყინარ სიცრუედ მიაჩნია, მაგრამ ამ საკითს უფრო ღრმა ფესვები აქვს და ის დაკავშირებულია ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უსიტყვო მოლოდინთან, რასაც -
"მუქთი და იორღა ენერგიის დაადება" ჰქვია!...სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენი ნაროდიდან არც თუ ისე ბევრს , ნთლად წარმოედგინა, რომ სახლის ან საწარმოს შტეფსელში შემომავალი ელექტროენერგია დამოკიდებული იყო ელ-სადგურის ან თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ სიმძლავრეზე, რომელიც იმ კილოვატებში იზომებოდა, რისი საფასურიც მას უნდა გადაეხადა!
,,,თუმცა ჩვენი სინამდვილეც ისე იყო მოწყობილი, რომ სახლში ყველას გვეყენა ჯგარო-სოჩიკი, რომელიც არასოდეს არ აღრიცხავდა ლევ ფაზაში გამავალ ჯიგარი მანტიორის დენის გრძნობას და სიყვარულს!
...მართალია საერთო გამრიცხველიანების შემდეგ, ჯიგარ-მანტიორთა "ლევი ფაზის" გრძნობის და ჩახუტების ამბავი გაცივდა, მაგრამ ხალხში, "მუქთი და იორღა ენერგიის დაადების" ოცნება არ გაცივებულა!
...როგორც ცნობილია, პოლიტიკური სამყარო ვაკანსიებს ვერ იტანს და განსაკუთრებით ეს მაშინ, თუ არსებობს რაღაც შეუძლებელის მოლოდინები, აუცილებლად გამოჩნდებიან ამ შეუძლებელის შესრულების აღმთქმელები და ცრუ დამპირებლები!
მაგ.:...ერთი ნაცნობი, მას შემდეგ რაც დიდი ფული იშოვა, ლამის ერთი "სერიოზული იდეის" მსხვერპლი შეიქმნა. მან გადაწყვიტა სახლის ნაწილის გადახურვა ფოტოელემენტებისგან შედგენილ კერამიკული სახურავით", რომელიც მისი ანგარიშით იმდენ კილოვატ ელექტროენერგიას მაინც გამოიმუშავებდა მზიან ამინდში, რომ მას თითქმის ყველაფერზე ეყოფოდა. კითხვაზე, თუ რას აპირებდა ღრუბლიან დღეებში, რომლებიც კვირეობიტ შეიძლება გაგრძელებულიყო, მან დინჯად გვიპასუხა - ამაზეც ვიფიქრე და ჰალოგენის ნათურიანი 2-3 პროჯექტორი მექნება რეზერვად და ღამითაც შემეძლება მზესავით გავანათო სახურავიო!:gigi:
...მე მართალია მაშინ "ვერ მივხვდი" იმ პროჟექტორებს ვის დრაკში შეაერთებდა ეს ქართველი ტესლა, მაგრამ გუშინდელმა მერობის კანდიდატი-მელიას გამოსვლამ, ნათელი მოჰფინა ამ დილემასაც!
...აირჩიეთ ნიკანდრო მელია და ყველა ოჯახს გექნებათ მუქტი პერსონალური ქარის წისქვილი და მზის გამათბობელი, რომელმაც თუ არ იტრიალებს და ვერ გაგათბობთ, გული არ გაიტეხოთ...მელაკუდას ზღაპრებით მაინც გათბებით და ნაცდვიჯენიის მადლით კი გასხივოსნდებით! This post has been edited by Stalker2005 on 10 Jul 2014, 23:10