ქართველ სპილოს სომეხ სპილოზე ათხოვებენ
სპილო მალკა დიდ მზადებაშია. მას საქმრო 17 წლის გრანდი ერევნიდან ჩამოსდის. მომვლელები პატარძალს სპილოურ „პედიკიურს“, უკეთებენ რაც ფრჩხილებისა და ფეხის გულების დამუშავებასა და გასუფთავებას გულისხმობს.
როგორც „კვირას“ ზოოპარკის ადმინისტრაციში განუცხადეს, სასიძო გრანდი, თბილისში ხვალ იქნება. ახლა – კი გამომგზავრების წინა პროცედურებს გადის.
„ზოოპარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვიმყოფებით ერევანში. ჩვენი მალკასთვის ერევნიდან ჩამოგვყავს სასიძო 17 წლის გრანდი. ახლა მიმდინარეობს სპილოს კონტეინერში ჩასმა, როცა გაგრილდება, სპილოს ამწეთი გადმოვიყვანთ და ხვალ იქნება თბილისში“, – განაცხადა მზია შარაშიძემ.
მოდერ დაუკვირდი და უეჭველი აღმოაჩენ , რომ თემა პოლიტიკურია.
http://kvira.ge/?p=51722