პროკურატურა: 80-დან 76-მა საარჩევნო სუბიექტმა არ დაადასტურა მათზე ზეწოლა"ამასთანავე,
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა უშუალოდ გადაამოწმეს ის ფაქტები, სადაც შესაძლო მუქარასა და ზეწოლაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ამხელდნენ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ შედეგები და გაუწყოთ, რომ 80 შემთხვევიდან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ და კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი (ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, გადატვირთულობა და ა.შ.) მოტივი დაასახელეს. აქვე გაცნობებთ, რომ პირის გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი ხასიათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მომხდარი ფაქტების ირგვლივ განმარტების მიღებას. მათ შორის, პროკურატურამ გამოიკვლია უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე გაჟღერებული საკითხი შალვა გოლოშვილის მიმართ ზეწოლის შემთხვევის ფაქტზე, რომლის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პოლიტიკური პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრმა თამაზ მაყაშვილმა განუცხადა. გამოკითხვისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით ზეწოლის ფაქტი უარყო როგორც შალვა გოლოშვილმა, ისე თამაზ მაყაშვილმა, რომლის გამოკითხვასაც ესწრებოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი. თამაზ მაყაშვილმა ასევე განმარტა, რომ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთან მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა", - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ "ოთხ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ე.ი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ან საკუთარ თავზ
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები რამდენიმე კვირაა საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათი კანდიდატები კანდიდატურებს ხსნიან და არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ზეწოლის გამო ამბობენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მეორე შუალედური დასკვნის მიხედვით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, სავარაუდო ზეწოლის გამო, კანდიდატურა 52-მა კანდიდატმა მოხსნა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გრძელვადიანი დამკვირვებლების ინფორმაციით კი, 30-ზე მეტმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა პოლიციის სავარაუდო ზეწოლის გამო მოხსნა. NDI-ის ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში,
ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი სხვადასხვა მიზეზით 400-მდე კანდიდატმა თქვა. ხოლო საიას ცნობით, ასეთი 527 ფაქტი დაფიქსირდა.წყარო (ტაბულა, კიკიმარა, ბოკერიას ცოლე, უკანნონო ჩანაწერებე, პოლიტ პატიმრებე, ნაცებე)პს
საინტერესოა, რომ ამ ფაქტებიდან (რამდენიც არის) ნაწილი სხვა პარტიებიდანაა, ანუ თუ საბოტაჯეა, ერთობლივი ნაც-კუკავ-მემარჯვენ-ბურჯანაძ საბოტაჟეა.