„ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს
თბილისში „ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს. ყაჩაღობა თემქის მე-4 მკ/რნ-ში მოხდა.
როგორც ბანკის თანამშრომლები აცხადებენ, თავდამსხმელმა 3500 ლარი გაიტანა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაახლოებით 12:00 საათისთვის ბანკში ახალგაზრდა ნიღბიანი ბიჭი შევიდა. მას ასევე თან ჰქონდა ავტომატი. მათივე ცნობით, თავდამსხმელმა იარაღის მუქარით თანხა გამოიტანა ბანკიდან და ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელს გაქცევის დროს ვაზნა დაუვარდა.
"გარბოდა და მაგ დროს ვაზნა დაუვარდა, გასროლის ხმა არ გამიგია",- განაცხადა ერთერთმა თვითმხილვემა.
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით ამოიღეს ნიღაბი, რომელიც სავარაუდოდ თავდამსხმელმა გადააგდო.
ვითომ მოვიდა ლიბერთი ბანკის ჯერიც ?

მარტო საქ. ბანკს რომ ძარცავდნენ სად არის ეგრე
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.