უდიდეს კვალს ტოვებს ეს მოვლენა ჩვენს უახლეს ისტორიაში, ხუთ წელზე მეტი გავიდა მას მერე და ერთი რაიმე ნორმალური ფილმი ამხელა ქვეყანამ როგორ ვერ უნდა გადავიღოთ ჩვენით? არ უნდა ამას მილიონებიანი ბიუჯეტები, დიდი სპეცეფექტები და ასობით აფეთქებული ტანკები და ქვემეხები, და არც ათიათასობით ხალხის მონაწილეობები მასობრივ სცენებში... საკმარისია მოცემული ოჯახების ტრაგედიებს გაყვეს სიუჟეტი, რომელსაც გენერალურ ხაზად და პიკად აგვისტოს ომი გაყვება, ანდაც ანწუხელიძის ისტორია აიღონ პროტოტიპად, ან პომპეზური მასშტაბების გარეშე ჩვენი გმირულად დაღუპული საქვეყნოდ ცნობილი ოცეულის ისტორია აიღონ სარჩულად, რა გახდა ასეთი უშველებელი რაიმე ამის მსგავსის გადაღება...
რას მიკეთებს კულტურის სამინისტრო? ასეულ ათასობით ლარი ვერ აუთვისებია შარშან, ათას ხარახურა სიმახინჯე პროექტებზე ხარჯავს ბიუჯეტს, ათასევროიან სასტუმრო-ნომრებს არ იკლებს უცხოურ ვოიაჟებში თავის სკანდალებით და ერთი ასეთი სახელმწიფო-დაკვეთიანი ფილმი მაინც არ უნდა ჰქონოდა?...

სწორედ ასეთი ფილმებით გავიტანთ ყველაზე ქმედითად ქვეყნის გარეთ ჩვენს სიმართლეს ამ საშინელ მოვლენებზე...
ანდაც კერძო სექტორი რას მიკეთებს? წალეკა ეკრანი უიდიოტურესმა ჩემი ცოლის დაქალებმა, ძიძებმა და სხვა კვერცხობებმა, ეხლა კიდევ
5-ჯერ ნახვა-შეყვარებაო თუ რაღაც მსგავსი მორიგი სიაფანდობა დაუმატეს, ჰოდა ამ თემატიკური ერთი რაიმე სერიოზული ფილმი მაინც გადაიღონ, როცა ამხელა ომი და ტრაგედია გადავიტანეთ, ესაც დავით აღმაშენებელზე ფილმი ხო არაა, მისი დიდი გრანდიოზულობიდან გამომდინარე, რომ ვერც მიხვდნენ, საიდან მიუდგნენ...
სულ ამ გაუთავებელ გართობა-მაიმუნობებზე როგორ უნდა იყოს გადასული მთელი ქვეყნის კინოინდუსტრია, მართლაც ფრიად გაუგებლარია რა...

პ.ს. ანდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს ათიაათასობით მაცხოვრებლებზე რაიმე გადაიღეთ, გალზე ან შიდა ქართლში მავთულხლართებით გაყოფილებზე, აჩვენეთ მსოფლიოს ეს ტრაგედიები, ასობით კინოფორუმებზე, ფესტივალებზე და ბერლინალეებზე რომ დაწანწალებთ უაზროდ ხალხის ფულით სამინისტროს ვაი-ჩინოვნიკებო თქვენა...
This post has been edited by kodeqsi on 14 Jun 2014, 21:32
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...