"ბრაზილიელ ხალხს სჭირდება ახალი სკოლები, საწარმოები, საავადმყოფოები და სამუშაო ადგილები. ჩვენმა მთავრობამ უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა ამ საკითხში და ჩვენ მზად ვართ ჩვენი საუკეთესო სპეციალისტები მივავლინოთ ბრაზლიაში. მარტო ამ სააკაშვილს რო ეძახით, გენაცვალე... ჩვენც ვიცით რაღაც!" დასძინა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პიტბულის ნაცვლად კარგი იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი ბერას შეესრულებინა, რადგან ის უფრო ავთენტური ანუ ნამდვილია და უფრო კარგად გამოხატავდა საფეხბურთო და ბრაზილიურ სულს.
პრემიერის დავალებით უკვე შეიქმნა უწყებათა შორისი კომისია, რომელიც იმ ექსპერტთა და მინისტრ-მენეჯერთა სიაზე იმუშავებს, რომლებიც ბრაზილიაში გაემგზავრებიან და ამ ქვეყნის აღორძინებას შეეცდებიან.
"ჩვენ უნდა გავხსნათ ყავისა და ბრაზილიური ხორცის 100 საწარმო. აგერ დავით ნარმანიას მივავლენთ ამაზონის ჯუნგლებში და რაც გაჩეხილია იმის საკომპენსაციოდ მილიონ ხეს დარგავს. ბატონმა ბიძინამ, იმ ბრძენმა კაცმა, ეს იდეა მოიწონა და ჩვენ მზად ვართ მუშაობისთვის." - აცხადებს ღარიბაშვილი. მისივე თქმით, საჭიროა ბრაზილიისა და რუსეთის ურთიერთობების დალაგებაც და ამ კუთხითაც აქტიური თანამშრომლობა იგეგმება. "რუსეთს არ აქვს ბრაზილიის ტერიტორიების ანექსიის განზრახვა. ამაზე ხო მაინც ვერ იტყვით, რომ დებილობა ვთქვი?" ნიშნი მოიგო მან.
ბრაზლიის მთავრობა ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია ღარიბაშვილის ინიციატივას.
- See more at:
http://chiti.ge/news/2706-garibashvili-bra...h.UfXl3Nhc.dpufაი ეგრე რა შე კაცო, მეტი ექშენი დამანახეეეეთ.