როგორ არ მახსოვს - ავენისი. დეკემბერი იყო, თბილი, მზიანი დღე, კარგი გასვლა გამოვიდა - მწვადები და რამე.
უმწვანილო აჯიკა... ნეტავ, ადრე მოგეწერა, როცა პომიდვრის სეზონი იყო... მაინც დაგიწერ ორიოდე რეცეპტს.
5 კილოგრამი პომიდორი, 2 კილო ბულგარული, 1 კილო მწარე წიწაკა და 0.5 კგ ნიორი გაატარე, აურიე ერთმანეთში და დაამატაე 0.5 ლიტრა ძმარი და მარილი გემოვნებით. ეს მასა უნდა დადგა ემალის ჭურჭელით და ურიო, ვიდრე არ დაიდუღებს. იოლი გასაკეტებელია (მით უფრო, ხორცის მანქანა თუ გაქვს - ნახევარ საათში გაატარებ), ოღონდ ახლა სიცივეეებია (თან - მაქეთ) და დადუღება გაუჭირდება. თხელი კონსტიტენციისა გამოდის, გურულიქალი საწებელს ეძახის და არა აჯიკას.
აფხაზური აჯიკა აუაუ-სგან
პ.ს. ამ დანარჩენებს ლათინური შრიფტით გადმოიტანს და ბოდიში (((
ინგრედიენტები
1კგ წითელი მწარე წიწაკა (მომჭკნარი და არა გამხმარი)
400-500გ ნიორი
200გ უცხო სუნელი
150გ ხმელი ქინძი
50გ ხმელი ქონდარი
1ჩ/ჭიქა ნედლი ქინძის წვენი (დაბლენდერებულიც გამოდგება)
1/2 ჭიქა ძმარი
მარილი
მომზადების წესი
წიწაკა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში დავუმატოთ გატარებული ნიორი და დანარჩენი ინგრედიენტები. მარილი იმდენია საჭირო, რომ ჩვეულებრივზე ცოტა მეტი იყოს, ანუ ოდნავ მომლაშო. თასზე გავაჩეროთ 24 საათი, თან ვურიოთ. შემდეგ ჩავტენოთ ქილებში.
ამ მასას შეგვიძლია დავუმატოთ გატარებული 200გ ნიგოზი.
ესეც უმწვანილო რეცეპტია მია-ნანოსგან, ოღონდ მე არ გამიკეთებია.
5kg wiTeli bulgaruli wiwaka
1kg mware wiTeli wiwaka
400gr gatarebuli nigozi
3 Tavi niori
1 s.k. ucxo suneli
1 s.k. qinZi
3 C. Wiqa zeTi.
wiwakebi gavaSroT da Tesli gamovacaloT, gavataroT manqanaSi. avaduRoT zeTi. CavyaroT wiwakis masa da vaduRoT 40-50 wT-T dabal cecxlze, Semdeg CavamatoT nigozi, sunelebi da marili, 20 wuTis Semdeg ki niori, vaduRoT kidev 40 wuTiT dabal cecxlze. gamorTvis Semdeg SevurioT aspirini. davfqvaT 5-6 abi aspirini gavxsnaT cota ajikaSi kargaT da Semdeg mTlian masaSi, cxelive CavasxaT xraxnilian qilebSi
არც ამას არ უნდა მწვანილები, ოღონდ ამ რეცეპტს ცოტა კაკალს თუ დაამატებ, მაგარი გამოდის - პლასტელინივით, ხოლო ცოტა ბულგარულსაც თუ დაამატებ, შედარებით თხელია, მაგრამ დადუღება უჭირს. თან ხარჩოს სუნელიც არაა აუცილებელი, ისეც კარგი გამოდის.
zeTiani ajika - vomanli
5 კგ ბულგარული წითელი, 1 კგ. მწარე წითელი წიწაკა. 1 ლ. ზეთი და 800 გრამი ტომატი. ნახევარი კგ. ნიორი და ხარჩოს სუნელი 1 ჭიქა. მარილი გემოვნებით.
ჯერ ტომატს და ზეთს აურევთ ერთმანეთს და და წამოვადუღებთ და გავაცივებთ. დანარჩენ მასალას გავატარებთ და გაცივებულ ზეთ-ტომატ ნარევში ავურევთ. ეს მასა 3 დღე უნდა იდოს ემალის ჭურჭელში და დროდადრო ურიეთ.
ცოტა ქინძს თუ მოიმეტებ, ესეც მაგარი რეცეპტია...
აჯიკა ზეთში - macaco-fast65
4 კგ.ბულგარული წითელი წიწაკა
1,500 წითელი მწარე წიწაკა
300 გრამი ნიორი
500 გრამი მწვანე ქინძი
4ჭიქაზეთი
3-4 ჭიქა ძმარი
სუნელები:უცხო სუნელი, ქინძი
მარილი გემოვნებით.
ამას ყველაფერს აურევ ერთმანეთში და ნახევარი საათი ადუღებ.
შემდეგ ჩაასხამ ბანკებში და შეინახავ .
პ.ს. გემრიელად მიირთვი. დიდი ხანია, რაც წახვედი?