ძნელია არ დაეთანხმო....
თვითმმართველობის არჩევნები მმართველი კოალიციისთვის სრული კრახი აღმოჩნდა - დემურ გიორხელიძე
პოლიტოლოგ დემურ გიორხელიძის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნები მმართველი კოალიციისთვის სრული კრახი აღმოჩნდა და ნათელი გახადა, რომ "ქართულმა"ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩეველი დაკარგა.
"2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნები - მმართველი კოალიციის (ე.წ. "ოცნების") სრული კრახია! ის, რომ ეს "ოცნება" ლიდერობს და "გაიმარჯვებს" - არაფერს ნიშნავს!
საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. ვინც გამოცხადაა, ტრადიციულ ჩარჩოში მოქმედებდა, - ანუ, ისეთი არჩევანი გააკეთა, როგორ არჩევანსაც იმ მდგომარეობამდე მივყავართ, რა მდგომარეობაშიც დღეს ქვეყანა და მისი ხალხი იმყოფება.
"ოცნებამ", რომელსაც ენდო ქართველი ხალხი 2012 წლის 1 ოქტომბერს,- ამომრჩეველი დაკარგა!
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - ყოფილმა ხელისუფლებამ და "ოცნების" სრულუფლებიანმა და სრულფასოვანმა პარტნიორმა ამ პოლიტიკურ კლოუნადაში, - ძალამოკრებილმა და მომართულმა, რომელსაც ხალხის პოლიტიკური მეხსიერების წაშლის იმედი აქვს, - ვერ შეიძინა ახალი ამომრჩეველი: მას თავისი ერთგული ამომრჩეველი ჰყავს, რომელსაც ვერაფერი დაათმობინებს საკუთარი "ბელადის" სიყვარულს და იმ პარტიის სიყვარულს, რომელმაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იგი (ამომრჩეველი) ისეთად აქცია, როგორიც არის!
პარლამენტსგარე ოპოზიციამ ტრადიციულ ჩარჩოში იმოქმედა, - ანუ... თავისი თავის საწინააღმდეგოდ და შედეგი სავალალო მიიღო... მათ არ უნდათ გაიგონ, რომ საჭიროა კოორდინირებული კონსოლიდირებული პოლიტიკური საქმიანობა, რომ შესაძლებელი იყოს ხელისუფლებაში მყოფი ძალების მხრიდან ანგარიშგასაწევ ძალად აღიქმებოდნენ, მაგრამ... ისინი არაფერს სწავლობენ და "უთეთრებენ" ხელისუფლებას მთელ პოლიტიკურ პროცესს..
რა დასკვნა?! აშკარა დ ა ს კ ვ ნ ა:
ხალხი მოელის ისეთი პოლიტიკური გაერთიანების და ისეთი პოლიტიკური ლიდერების გააქტიურებას და გამოჩენას, რომლებიც ამ მძიმე მდგომარეობაში, თავის თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას და კრიზისის დაძლევას შეძლებენ! ხალხს ეს მოლოდინი, პრინციპში, არ უნდა გაუცუდდეს.
კონტრ-პოლიტიკური ელიტის ფორმირება, - იმ პოლიტიკური ელიტის ალტერნატივისა, რომელი პოლიტიკური ელიტაც უკვე 22 წელია მართავს ქვეყანას სხვადასხვა სახეცვლილებებით, ვარიაციებითა და სავალალო შედეგებით, - არის დღევანდელი ქართული პოლიტიკური რეალობის №1 ამოცანა!
ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს აუცილებელი პროცესია! ამ პროცესს ვერც ძალიან დააჩქარებ (რადგან არ ექვემდებარება ფორსირებას), მაგრამ ენერგიულად და აქტიურად კი უნდა წარმართვა... საქართველოში, ადამიანური რესურსი ამისათვის შესანიშნავია! უამრავი საღი ადამიანი, თავდადებული და ორიენტირებული საკუთარ ქვეყანაზე, ხელოვნურად გაწეული გვერდზე და "გაყვანილი პოლიტიკური თამაშიდან". ეს ახალი კონტ-პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე და იმ უნიკალურ რესურსზე უნდა იყოს (და იქნება!) ორიენტირებული, რომელსაც ქართული სოციო-კულტურული ფასეულობები ჰქვია!
ეს ის კონტრ-პოლიტიკური ელიტა უნდა იყოს, რომელიც შესანაიშნავად ითანამშრომლებს დასავლეთთან და, მართლაც, დასავლური ტიპის სახელმწიფოს ააგებს აქ - საქართველოში და არ იფიქრებს "შეტენოს" თავისი სახელმწიფო სადღაც.
ეს ის კონტრ-პოლიტიკური ელიტა უნდა იყოს, რომელმაც ზუსტად იცის როგორი უნდა იყოს სამეზობლო პოლიტიკა და როგორ უნდა მშვიდობიანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა მეზობლებთა, რათა უზრუნველყო საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და არ შეუქმნას მათ საფრთხეები.
მოკლედ,
2014 წლის 15 მაისის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, ამ ცოტა ხნის წინათ განვაცხადე: "ეს არ იქნება არჩევნები, - არამედ, ეს იქნება... დიაგნოზი!"
საუბედუროდ, მე სწორი აღმოვჩნდი, - ვწუხვარ ძალიან! მაგრამ... ასეთია ჩვენი რეალობა და მასზე თვალის გასწორება უნდა შეგვეძლოს", - წერს სოციალურ ქსელში დემურ გიორხელიძე.
http://geonews.ge/category/8/politics/news...archevnebi.htmlდა შეჰყვირა ბიძომ: ,,მიშველეეთ!!!''
მიმაგრებული სურათი