#44533054 · 8 May 2015, 01:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მესაჭიროება ვებ დიზაინერი, რომელიც შეძლებს საიტის html/css აწყობას თავისი გრაფიკით. საიტი უნდა იყოს Responsive, ანუ ერგებოდეს როგორც დესქტოპ კომპიუტერებს, ასევე მობილურებს, პლანშეტებს და ა.შ.
საიტის დიზაინის იდეას მე მოგაწვდით, სად რა უნდა განთავსდეს და ა.შ. საიტი უნდა შედგებოდეს 5-6 გვერდისგან, მაგრამ ძირითადი სამუშაო იქნება პირველ გვერდზე, დანარჩენი ერთმანეთის მსგავსი იქნება html სტრუქტურით და იერით.
თქვენი ფასები შემომთავაზეთ და რა დრო დაგჭირდებათ სამუშაოს შესასრულებლად.
მოთხოვნები: - HTML 5 - არ უნდა იყოს CMS, სადღაციდან გადმოწერილი ტემპლეტი. ეს უნდა იყოს უნიკალური html კოდი, რომელსაც თქვენ თავად ააწყობთ. - 100% Responsive design - არ უნდა გამოიყენოთ table თეგები, მხოლოდ div-ები და ასეთები
მომაწოდეთ თქვენი ნამუშევრები. თუ დამწყები ხართ, თავს ნუ იწუხებთ, მე პირადად 15 წლის გამოცდილი ვარ და ვარჩევ ნაგავს კარგი ნამუშევრისგან. მე სხვა საქმე მაქვს და პირადად ვერ ვიცლი ამ საიტისთვის, ამიტომაც ცხადდება ვაკანსია.
|