„არა, ეს კიბოთი დაავადებულის შესახებ დაწერილი მორიგი წიგნი არ არის... ასეთ წიგნებში კიბოთი დაავადებული საქველმოქმედო აქციებს მართავს სხვების დასახმარებლად, ამ საქმიანობაში ცხვირჩარგული კი სიკეთის განსახიერება ხდება. ის უყვართ და აფასებენ, რადგან კიბოსთან საბრძოლველად მემკვიდრეობას ტოვებს...“
ამ წიგნის გმირები სხვანაირები არიან. ისინი თავს არ იტყუებენ. იბრძვიან სიცოცხლისათვის, უყვართ და ცდილობენ, ადამიანების ყურადღება და თანაგრძნობა აირიდონ.
ჰეზელ გრეისი და ავგუსტუს უოტერსი „თანაგრძნობის წრეზე“ გაიცნობენ ერთმანეთს. შეყვარებულებს საერთო ოცნება გააერთიანებთ – საყვარელი წიგნის ავტორთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის მიღება. გაემგზავრებიან კიდეც ამსტერდამში, მაგრამ სამყარო ხომ „სურვილების ამხდენი ქარხანა“ არაა...
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაგვდო პატივი და გადათარგმნა ეს წიგნი, როგორც გვერძე წერენ ამ კვირაში ხელმისაწვდომი დახდება ყველა წიგნის მაღაზიაში.
This post has been edited by goga80 on 16 Jun 2014, 20:49
მიმაგრებული სურათი