დიმიტრი შაშკინის მინისტრების „სიბრძნეების“ საპატიო სამეულს აქვეყნებსდიმიტრი შაშკინის საქართველოს მთავრობის მინისტრების „სიბრძნეების“ საპატიო სამეულზე საუბრობს:
„1-ლი ადგილი - ფინანსთა მინისტრი ბ-ნი ნოდარ ხადური.ამტკიცებს, რომ ეკონომიკის ვარდნა განპირობებულია იმით, რომ კაზინოებში მოგებამ იკლო ანუ ხალხი არ დადის კაზინოში. სირცხვილი ხალხო! გადავარჩინოთ ეკონომიკა! ყველანი კაზინოში!
მე-2 ადგილი - განათლების მინისტრი ქ-ნი თამარ სანიკიძე.ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არის ბარდაგი განათლების სისტემაში და მაგალითად, სასკოლო ავტობუსებზე მილიონებს „ტეხავენ“, პასუხობს, რომ უზნაძის ქუჩიდან (ამ მისამართზე სამინისტროა) ეს არ ჩანს. ვუყიდოთ ერთი ჯაშუში თანამგზავრი მინისტრს, იქნებ მერე დაინახოს. ისე, ალტერნატივა კი არის - კაბინეტიდან გამოხვიდე და სკოლებში წახვიდე, მაგრამ ეს ხომ ძალიან ძნელია.
მე-3 ადგილი - იუსტიციის მინისტრი ქ-ნი თეა წულუკიანიქართული ოცნების არჩევნებში არასასურველი შედეგის მიზეზი არის ფეხბურთი. რა კორელაცია დაინახა მინისტრმა ამ ორ მოვლენას შორის გაუგებარია. ეტყობა, ფიქრობს, რომ ან თბილისელების 70% წავიდა ბრაზილიაში ან მთელი დღე ტელევიზორში ფეხბურთს აჩვენებენ. ეტყობა არ არის ფეხბურთის ფანი, თორემ ეცოდინებოდა, რომ 20:00 საათიდან იწყება ტრანსლაციები, 20:00 საათზე კი არჩევნები მთავრდება.“ - წერს შაშკინი.
http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=17765 This post has been edited by tintoreto on 16 Jun 2014, 20:46
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი