#41303585 · 16 Jun 2014, 16:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით, მინდა Jamis Trail X1 -ის ყიდვა. რუსთაველზე ის რაღაც ახალი სავაჭრო ცენტრი რომ გახსნეს ადრე იქ იყო ერთი სპორტული მაღაზია, საკაიფო ფასებში ყიდიდნენ Jamis-ებს. მერე ეტყობა დახურეს. საქართველოში კარგი არაფერი დიდი ხანი ცოცხლობს. მერე freeshop.ge -ზე ვნახე 400 ლარად, დავრეკე და აღარ არის გაყიდვაშიო (იასნია). ხო და ხომ არ იცით თბილისში მაღაზია სადაც შეიძლებოდა რამე იაფიანი Jamis-ის ყიდვა?
|