Dennis Bergkamp
არამფრინავი ჰოლანდიელი

      
ჯგუფი: Moderators
წერილები: 10607
წევრი No.: 134973
რეგისტრ.: 20-August 11
|
#41320694 · 17 Jun 2014, 23:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სადღაც ვნახე. მომეწონა წაიკითხეთ
მაიამისთან მეორე ბატალიის და საშინაო მარცხის შემდეგ კავაის უთხრეს: გული ნუ მოგივა მეგობარო, ლებრონის მარტო შეჩერება შეუძლებელიაო. თავი მოწყენით დაუხრია კავაის, თითქოს სასო წარეკვეთაო, თანამოსაუბრისთვის არც შეუხედავს ისე გასცლია მას, დამბლადაცემულივით, ავადმყოფურ ნაბიჯებს დგამდა და ეტყობოდა, რომ იტანჯებოდა... ასე გაიარა ოციოდ მეტრი, შემდეგ მის წინ მდგარ უცნობს მორჩილად, ჩამწყდარი ხმით ჰკითხა: _ უკაცრავად, სად შეიძლება რომ პირი ვაფარეშო? _ დერეფნის ბოლოსაა ტუალეტი. _ მოკლედ მოუჭრა უცნობმა, თვალი გააყოლა რა იქ მიმავალ კალათბურთელს, დასძინა; _ რა გემართება ლეონარდ, საკუთარ არენას, საკუთარ კედლებს ვეღარ ცნობ? _ კავაის ბევრი რამის თქმა მოუნდა იმ მომენტში, უნდოდა ყველაფერი რაც გულს უმძიმებდა, ყველაფერი ერთბაშად ეთქვა, მაგრამ მხოლოდ ერთი საცოდავი "ეეჰ" აღმოხდა. შეშინებულად შეაღო ლეონარდმა მოწითალო კარი, თითქოს რაღაც საფრთხეს გრძნობდა, მაგრამ შიგნით არავინ იყო, მხოლოდ სიჩუმე, რომელიც მალევე ონკანიდან გადმომდინარე წყლის ხმამ გააქრო. გონებას ჯიუტად აეკვიატებია მისთვის მტკივნეული სიტყვები, "საკუთარ კედლებს ვეღარ ცნობ?" _ ვისღას იცნობდა კავაი, როდესაც სარკეში გაოცებით უყურებდა მისსავე გამოსახულებას, ეს ნამდვილად არ იყო სანანტონიოს მსუბუქი ფორვარდი, ის ოკლაჰომაში დარჩა... უკან გაბრუნებას აპირებდა კალათბურთელი, როდესაც კედელზე წარწერა შენიშნა, შინაარსით "ლებრონ კინგ". ამას ყურადღებასაც არ მიაქცევდა, რომ იქვე არ ამოეკითხა "კააავააააააიიიიიი დააავაააააიიიიიი" _ შეეენიიი დეედააააც... _ ველური სიშმაგით დაიბღავლა სმოლ ფორვარდმა, გამძვინვარებულ, გააფთრებულ ლომს მოგაგონებდა (მერე რა რომ ზანგია და შიმპანზეს ჰგავს) ან უმძლავრეს, ყოვლისმომცველ ცუნამს და ტაიფუნს, რომელიც ასეთი სიცხადით უახლოვდება ბიძინას და მალე წალეკავს მის ბანდასთან ერთად (შ.ნ.). ნამდვილი ლეონარდი დაბრუნდა...
თამაშამდე ერთი დღე რჩებოდა. სპურსი მაიამის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა, რასაც გრეგ პოპოვიჩის გამამხნევებელი, თბილი შეძახილები აფორმებდა: იმოოოძრავაა ბლიიიიიაააა..... დიაო, შე სქელტრაკა ზანგო, ჩარჯს როგორ აყენებ... ტიაგო გძინავს იობანივროტ? კალათბურთის თამაშს აპირებ, თუ სამშობლოში ამოპანღურებული გაგაძევო, კაკრაზ მუნდიალი იწყება... ტონი პასი გაეცი ედრენამატ... ტიმი მიყვარხარ მანუ რატომ გინდა შეურაცხყოფა მოგაყენო? :@ თქვენ ფინალში რა გესაქმებათ თქვენი დედაც, კონფერენციის ბოლო ზონაში უნდა თანქაობდეთ და მაღალი დრაფტის ადგილისთვის ჩალიჩობდეთ... ტიმი რატომ ხარ ეგეთი კარგი. ლეონდარდის თვალებში ცეცხლი ენთო. მას თამაში სწყუროდა, ომი მეფედ წოდებულ ლებრონ ჯეიმსთან. კავაის დასამტკიცებელი ბევრი ჰქონდა და ამისთვის უბრალოდ შანსი სჭირდებოდა. შანსი, რომელიც ხვალ აუცილებლად მიეცემოდა. დარბაზის გასასვლელთან მას დიადი ტიმ დანკანი ელოდა. _ ლეო (მოფერებით ეძახდა ეგრე ოხერი), მოვიგებთ ხვალ? _ უნდა მოვიგოთ! _ მოვიგებთ. _ ჩუმი დარწმუნებით თქვა ტიმიმ. _ ისე, მემგონი უკეთესია რომ დაბრუნდა. _ ვისთვისაა უკეთესი? _ ჩვენთვის, კალათბურთისთვის... იმიტომ, რომ მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვიგოთ. _ ზოგჯერ ყველაფერი საკმარისი არ არის. შარშანდელი მარცხის გემო რომ მახსოვს... შარშანაც მეგონა ტიტულს ავიღებდით. _ ჰოო, მაგრამ წელს რევანშის შესაძლებლობა გვაქვს, რა უნდა იყოს ამაზე კარგი? შეგიძლია დაამტკიცო, რომ ყველაზე ძლიერი ხარ, ყველას დავუმტკიცოთ, საკუთარ თავსაც. _ ლებრონის გარეშე ეს არ გამოვიდოდა! _ ფუდმარტი, კი არადა იოლი ჩემპიონობა არასდროსაა. მაგრამ ესეთი გამარჯვება, გამარჯვებაზე მეტად დაუმსახურებელ საჩუქარს ჰგავს. გულში გრჩება უკმარისობის განცდა, ზოგჯერ ჰკითხავ შენს თავს: გავიმარჯვებდით თუ არა ლებრონის წინააღმდეგ? პასუხი კი აუცილებლად სიტყვა ალბათით დაიწყება. ალბათ გავიმარჯვებდით. თუმცა რეალურ პასუხს ხომ ვერასდროს გაიგებ? _ ჩაეცინა ტიმის. დღეს კი პასუხი ჩვენს ხელშია. ყველაფერი შეგვიძლია ჩვენვე გადავწყვიტოთ. ჩვენვე შევქმნათ თამაში. ჩვენვე გავიმარჯვოთ. სწორედ ეს არის ნბა, კალათბურთი, სწორედ ამიტომაც ა ლოვ დის გეიმ! _ ასეთი სიტყვები წარმოთქვა ტექსასელების უბერებელმა კაპიტანმა და მის ახალგაზრდა მეგობარს ბევრისმთქმელად გაუღიმა. ლეონარდი დუმდა. ის იგივეს ფიქრობდა, იგივეს განიცდიდა. სასიამოვნო იყო მისთვის იმის გაცნობიერება, რომ ორი ჩაგდებული თამაშის შემდეგაც, კაპიტანს მისი ეიმედებოდა, სწორედ ამიტომაც ამხნევებდა. ტიმი დიდებული ადამიანი იყო. მაგრამ თვით ბრძენი დანკანიც კი ვერ აღიქვამდე კავაიში დაბუდებულ იმ ავ ქარიშხალსა და ბობოქარ ძალას, რომელიც, ხვალ, პარკეტზე აფეთქდებოდა და მთელი სიშმაგით დაატყდებოდა, როგორც შეუბრალებელი სტიქია მთელს მაიამის. ლეონარდი გასასვლელისკენ უთქმელად გაემართა, მაგრამ როდესაც ადგილზე მდგარ დანკანს ერთი ნაბიჯით გასცდა, უეცრად შეჩერდა და მოურიდებელი პირდაპირობითა და გენერლური სიმტკიცით მიუგო: _ ტიმი, ყველა მეუბნებოდა, რომ თუ კი მე ჯეიმსის შეტევის შეკავებას შევძლებდი, ჩვენი გუნდი უსათუოდ გაიმარჯვებდა. მე ეს ვერ მოვახერხე. მე ვერ გეტყვი ხვალ მაინც შევძლებ თუ არა ამას, თუმცა ვიცი, რომ ეს არ იქნება გადამწყვეტი. თამაშის ბედს ჩემი შეტევაში თამაში გადაწყვეტს, ვერავინ შემაჩერებს, იმიტომ, რომ მე მზად ვარ... გაკვირვებული ტიმ დანკანი კიდევ დიდ ხანს არ იძვროდა ადგილიდან. მხოლოდ ახლაღა იგრძნო ლეონარდის შინაგანი მუხტი. ძალიან ჩააფიქრა სიტყვებმა: „იმიტომ, რომ მე მზად ვარ...“ ლეონარდმა მაიამის ქომაგთა ტრიბუნებს ოდნავი ზიზღნარეობით ახედა, ვი ვსე მენია უვიდიწე ვა ვსეი კრასე მაწ ვაშუ ჩურჩულით წარმოთქვა და სიბნელეში გაუჩინარდა... თამაშის წინ, როდესაც გუნდები მაჯას იხურებენ, კავაი ლეონარდს ყველა თანაგუნდელი გაკვირვებით ადევნებდა თვალს. ყველა გრძნობდა იმ უშრეტ შემართებასა და მკვლელის ინსტიქტს, რომელიც სულ მალე ძრავივით ამოქმედდებოდა. _ ტიმი კავაის ხედავ? _ ვხედავ კი არა თვალს ვერ ვაშორებ მეტ. ლეოს ტალანტი არასდროს აკლდა, მაგრამ ეს... იცი, ის ყოველთვის ჩამქრალ ვულკანს მაგონებდა, რომლისგანაც მუდმივად უნდა ყოფილიყო მოლოდინი საკალათბურთო ძლევამოსილების ამოფრქვევისა, რომელიც მას სპორტულ-ევოლუციური განვითარებისა და წარმატების სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანდა. ჩემი აზრით ნაადრევად, მაგრამ ეს ეტაპი უკვე დადგა. დღეს ყველანი ლეოს არა უბრალოდ ძლიერი კალათბურთელის, არამედ უკონკურენტო სუპერვარსკვლავის რანგში ვიხილავთ. კარგად დაუკვირდი მეტ, ამას ყოველთვის ვერ ნახავ. სწორედ ახლა მყვირალა პიროვნული ამბიციის, თვითგამოხატვისა და საკუთარი თავის სრულიად რეალიზების მომენტია, კავაი ლეონარდი საკალათბურთო სიძლიერის მრგვინავ ნაკადშია, მან უკვე გადალახა რუბიკონი... _ რაი? _ გედეირია ბონერი. _ მართლა მეტ ბონერი ხარ _ ხელი ჩაიქნია ბენჩთან მიმავალმა ტიმიმ. წითელი მამბა არა.., მართლა პლასტამის მარცხენა ყვერია ეს ჩემანალა. მეტ ბონერმა გაუგებარი სახით ერთხანს უყურა ტექსასელთა კაპიტანს, მერე კალათისკენ შებრუნდა და პერიმეტრის ზოლიდან ბურთი ზედიზედ 12-ჯერ ჩააგდო.
რეფერიმ ბურთი ჰაერში ააგდო. ტიაგო სპლიტერმა ის უკან გადმოაგდო და პირდაპირ ხელებში მიუვიდა კავაი ლეონარდს. კავაი ერთხანს თავდახრილად მდგომი ბურთს შესცქეროდა, შემდეგ მაიამის სტარტერებს სათითაოდ გახედა და ცივსისხლიანად ჩაიცინა... უკვე ყველაფერი ცხადი გახდა. კავაი დასაწყისშივე ნაკადშია. მას ვერავინ შეაჩერებს. ლებრონი ლებრონობდა, ლეონარდი გრგვინავდა . ლებრონს თავზე ისევ ედგა გვირგვინი, ლეონარდს შარავანდედი. ლებრონი ბევრს ცდილობდა, ლეონარდს გამოსდიოდა. მაიამის ტრიბუნები დუმდა, არც „დიფენს“ „დიფენს-ს“ გაიძახოდნენ და ვერც „ლეც გო ჰიტ-ს“. ასეთს არავინ ელოდა. ჰიტის მონდომების მიუხედავად, ცოტაც და სადაც იყო გატყდებოდა. _ მეი ბი თათარიან ფაკდ ლეონარდ იესთედი? _ მნიშვნელოვნად იკითხა მეფედ წოდებულმა. სრულიად საკალათბურთო სამყარო შოკში იყო კავაის ამგვარი დომინაციით. ლებრონ ჯეიმსი მდგომარეობის გამოსწორება სურდა. რაღაც მუხტი იყო საჭირო, რომელიც გუნდს და გულშემატკივრებსაც ენერგიას დაუბრუნებდა. სუპერ დანკი - გაიფიქრა მეფედ წოდებულმა. სუპერ დანკია საჭირო სიტუაციის შესაცვლელად. ლებრონმა ბურთი მოითხოვა, თავისი სისწრაფით ორ კალათბურთელს მალევე გასცდა და კალათთან ერთი-ერთზე 5-6 მეტრის რადიუსში აღმოჩნდა. _ სწორედ ახლაა დრო _ თქვა მეფედ წოდებულმა და გიგანტური და ულამაზესი ნახტომი მოჭიმა. ლებრონი კარიერის დანკს, რომელიც აუცილებლად შეცვლიდა ბევრ რამეს, მთელი მონდომებით ასრულებდა და მიზანთან ახლოსაც იყო, მასთან ყველასათვის მოულოდნელად ლეონარდი რომ არ მიჭრილიყო და უფრო გასაკვირი ის იყო, რომ კავაიმ ლებრონს ბურთთან ერთად ბოზი დედის ტრაკიც დააფარა და იქვე დელანტე ვესტიც მოუკითხა. _ ვატ და ჰელ? _ ლამის იტირა მეფედ წოდებულმა. _ ჰაუ? _ არ დაუჯერა საკუთარ თვალებს. _ ვოთ დე დევილ დიდ თეიქ იუ? _ მუდარის მაგვარი ინტონაციით ჰკითხა ლებრონმა. ლეონარდი ჩვეულად დუმდა და ცივსისხლიანად იღიმებოდა. ზუსტად ამ ფონზე მიმდინარეობდა შემდეგი ორი თამაშიც. სპურსი მუდმივად წინ გარბოდა, კავაი დაფრინავდა. მაიამი განადგურდა. სპურსმა ის მთლიანად გადახნა და ნახნავზე მარილი დათესა. ამის შემდეგ ეს გუნდი აღარავის უნახავს. დაიწყო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელის, კავაი ლეონარდის ერა. მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...
(с)
--------------------
დალაგებული კასანოს დონის ბერგკამპი (c) ბებერი სენიორას თემა
ხო, თუ იმიტომ წერ რო განხილვაში შევიდე და მერე მაგის გამო მომცე ბანი, ტყუილად ჩალიჩობ (c) Darker Side
|