მალავენ თუ არა საქართველოში გოლიათი ადამიანების აღმოჩენის ფაქტს? – ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მსოფლიო აღმოჩენა უარყვეს
ბორჯომ-ხარაგაულის ტერიტორიაზე გიგანტური ადამიანების ჩონჩხის ნაწილების სენსაციურ აღმოჩენას, რომელმაც ცოტა ხნის წინ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, სპეციალისტები მალავენ. ამ დასკვნამდე მივიდა ასტრო-ეზოთერული ცენტრის ხელმძღვანელი თორნიკე ბიძინაშვილი, რომელიც ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს პირადად ესტუმრა და ნიმუშების გაცნობა ითხოვა. ბიძინაშვილი ამ თემებს წლებია იკვლევს და ამჟამად უძველეს გოლიათებზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებდა. „კვირასთან“ ინტერვიუში“ ის აცხადებს, რომ ბორჯომში ჩასულს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განუცხადეს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ მათთვის ცნობილი არ არის. ეს მაშინ, როცა გიგანტური ადამიანების ჩონჩხების შესახებ საკუთარი კვლევები აკადემიკოს აბესალომ ვეკუასაც აქვს მომზადებული და მან სამეცნიერო დასკვნაც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ აღმოჩენილი გოლიათის ჩონჩხები 25-30 ათასი წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება. აკადემიკოსმა ასევე განაცხადა, რომ ეს გიგანტური არსებები აქ წლების წინ განცალკავებულად ბინადრობდნენ და გოლიათებზე ლეგენდები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საკითხი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც არაერთხელ მოექცა და ამ თემაზე უამრავი სტატია, თუ სატელევიზიო რეპორტაჟი მომზადდა. „კვირა“ დაინტერესდა, ბორჯომ-ხარაგაულის მუზეუმის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა რატომ დაუმალეს ასტრო-ეზოთერული ცენტრის ხელმძღვანელს ასეთი რეზონანსულ აღმოჩენა?
http://kvira.ge/?p=55177
მიმაგრებული სურათი
Why Is The Paradise We Live In So Much Like Hell...