მოსვლიდან, უკვე ორჯერ მოასწრო ქოცების მთავრობამ სიგარეტის გაძვირება.
მთავრობას თავისი მიზანი აქვს, ჯიბეები დაუფხიკოს ხალხს და ისე მოახერხოს ბიუჯეტის შევსება,
მაგრამ გამპრავებელი სასტავი, აღტაცებული შეძახილებით მიესალმებოდა გაძვირებას და უსუსური გაპრავება იყო
- " კარგია ხალხი ვეღარ იყიდის და ერი გამოჯანმრთელდება" (ნუ ცოტა ვამძაფრებ, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო).
ჰოდა, გილოცავთ მეგობრებო, ეს ნოვატორული რეფორმა (სხვათაშორის, ერთადერთი რეფორმა ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში) მუშაობს.
ოღონდ ცოტა სხვანაირად, კერძოდ:
მომიხდა გურიაში, ერთ მთავრობისგან და ღმერთისგან მივიწყებულ სოფელში ჩასვლა.
და, გავოგნდი იმიტომ რომ სადაც სიგარეტი (ნორმალური) მეგულებოდა სოფელში, ვერსად ვერ ვიყიდე.
ნუ უსიგარეტობამ ცოტა გაცოფება იცის და ბოლო ჯიხურში ფაქტობრივად გამყიდველი სიზარმაცეში დავადანაშაულე და ვუთხარი - რა გჭირთ ხალხო სიგარეტის შემოტანა გეზარებათ მეთქი?!
- აღარ შემომაქ, ძამა! ვეღარ ყიდულობენ ძვირ სიგარეტს და ასტრას და ბათუმიდან ჩამოტანილ თუთუნს ახვევენ და ექაჩება ხალხიი!
ანუ, თითქმის როგორც ადრე იყო, სანამ მიშა "დაგვაქცევდა", რა.
დავაი, აბა გააპრავეთ.