#41329010 · 18 Jun 2014, 17:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დოცენტი მელსი სილაგაძე ნიკა მელიას ყაჩაღობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ, მან "კვირის ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა. " 1994 წელს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის თემურხაჩირიშვილის დავალებით, ჩემი დის ოჯახში საბურთალოზე, უშიშროების საგამოძიებონაწილის უფროსის, მალხაზ სალაყაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ბარბაროსულისპეცოპერაცია. მოტივი იყო, რომ ჩემი დისშვილები თითქოსდა „საბურთალოს საძმოსთან“კავშირში იყვნენ, რაც მტკნარი სიცრუე იყო... სპეცოპერაციიდან მესამე დღეს, მალხაზსალაყაიას ბრძანებით, ჩემი დის სახლში ისევ შემოცვივდნენ ნიღბიანები და უნებართვოჩხრეკა დაიწყეს, ყველაფერი ისევ თავდაყირა დააყენეს, რას ეძებდნენ თვითონაც არიცოდნენ. ჩხრეკა უშიშროების თანამშრომლების ავთანდილ ფოფხაძისა და თემურგრძელიძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. კარგად მახსოვს, თემურ გრძელიძეადამიანურად იქცეოდა, წუხდა მომხდარზე... განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა სრულიად ახალგაზრდა ერთი მაღალი ბიჭი,რომელმაც ჩხრეკისას მამაჩემის ძველისძველი უბისწიგნაკი იპოვნა და გახარებულმაშესძახა: „ვიპოვე, ვიპოვეო“, ამ გაცრეცილ უბის წიგნაკში ცხონებული მამაჩემის კარგა ხნისწინათ გარდაცვლილი მეგობრების ტელეფონის ნომრები იყო...
მკითხა, სად არის მამაშენიო? სასაფლაოზეა და მიაკითხე-მეთქი. იმ ბიჭის სახეს 1994წლიდან ვეძებ, ნიღაბი ეკეთა, მაგრამ მისი თვალები და სახის მოყვანილობა კარგადდამამახსოვრდა. ღმერთო მაღალო, ამდენი ხნის შემდეგ, ამას წინათ ეს სახე, „ნანუკასშოუში“ აღმოვაჩინე, როცა შოუში მიწვეულმა სტუმრმა ნიკა მელიამ თავისიახალგაზრდობის დროინდელი, სტუდენტობის ფოტოსურათი დადო ეკრანზე. ეს იყოჩემთვის შოკი, ეკრანიდან ზუსტად ის თვალები მიყურებდა, რომელიც მაშინ ოჯახშიშემოგვივარდა. მე ის ამოვიცანი!.. საკვირველი ისიც იყო, რომ ნიკა მელიას ფოტო იმტანსაცმელში ჰქონდა გადაღებული, რომელიც ჩვენთან შემოვარდნისას ეცვა. ის ნანუკაჟორჟოლიანთან ყვებოდა, რომ ერთი აცვენილი ქუჩის ბიჭი იყო... ქუჩის ბიჭი რომყოფილიყო, რაღა უჭირდა. ის ყაჩაღი იყო, რომელიც ნიღბით სახლში შემოგვივარდა და იმნიღბიანებში, ყველაზე სასტიკად რომ იქცეოდა, იმიტომ მახსოვს დღემდე. მან ეთერშისაჯაროდ განაცხადა, რომ მას მალხაზ სალაყაია პატრონობდა, რომ მამამისმა სალაყაიასსთხოვა უშიშროების აკადემიაში მოწყობა. ყველაფერი ზუსტად ასახავდა ჩემთვის იმმწარე რეალობას, რამდენიც არ უნდა იმართლოს თავი მელიამ, ფაქტი სახეზეა, რომელსაცვერ გაექცევა. ამით იმის თქმა მინდა, რომ 18-19 წლის ნიკა მელია ყველაფერზეწამსვლელი იყო, ასეთები არ იცვლებიან“, - განუცხადა „ქრონიკას“ მელსი სილაგაძემ.
|