#41153668 · 3 Jun 2014, 00:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | დღევანდელი სიტუაცია: |
მაგ სიტუაციას მე გავარკვევ და მოვაგვარებ... დღეს ძალიან ბევრი სარბენი მქონდა და ვერ მივაქციე ყურადღება. ამის გამო ოპერატორს მოვთხოვ პასუხს და თქვენ კიდევ ბოდიშს მოგიხდით დისკომფორტისათვის.
QUOTE | კომფორტულში რას გულისხმობ მანქანა ბევრს ყავს კარგი იაფი არაა იგივე ტარიფები გიწერიათ რა 90% ფირმებისას |
დავიჯერო ეხლა ტაქსი არ გამოგიძახებია? ან არ გაგიჩერებია და ხმელი ნასკის გვერდით არ მჯდარხარ? ასეთი შემთხვევა გამორიცხულია. რომელ კომპანიაშია იგივე ფასები? არის ერთი კომპანია ამაზე ბევრად იაფია მაგრამ რო დარეკავ 80% ტაქსი არ მოვა
გინდა ჩამონათვალი დაგიდო ამაზე ძვირიანი ტაქსების ნომრების? ამისი მორალური უფლება არ მაქვს თორე დიდი სიამოვნებით ჩამოგიწერდი კომპანიების ნომრებს სადაც ჩვენს ტარიფებზე 2 ლარით ძვირი ტარიფებია. თუმცა უფრო ძვირიანი კომპანიებიც არის...
ხო არ ჯობია ტაქსი რომ მოვა იქეთ გადაგიხადოთ თანხა? რაღა უნდა დავწიოთ? 3 ლარის გადახდაც არ გინდათ ცენტრალურ უბნებში? თუნდაც ბარათაშვილის ხიდიდან ვაჟას ძეგლამდე?
QUOTE | სხვებისგან განსხვავებით ჩვენთან რომ დარეკავ მოდიანო. |
დამიჯერე მოდიან თუ უიშვიათესი გამონაკლისი არ იქნება და მძღოლს გზაზე რამე პრობლემა თუ არ შეექმნება. ზემოთ ვახსენე. ხვალე გავარკვევ ამ ამბავს. ოპერატორს კი ტელეფონის გათიშვაზე მოვთხოვ პასუხს.
QUOTE | გლდანიდან აერტოპორტამდე რა ღირს? რა ტარიფია. |
20 ლარია ტარიფი თბილისის ყველა უბნიდან, გარდა: ვარკეთილი, ვაზისუბანი, 8 პოლკი, ვაზისუბნის დასახლება, სამგორი, მოსკოვის გამზირი, ჩოლოყაშვილის ქუჩა, ბოგდან ხმელინცკი, კაირო და აფრიკა. ამ ადგილებიდან 15 ლარია ტარიფი აეროპორტისკენ. * * *
QUOTE | სულ რამდენი მანქანა გყავთ? რო ვიცოდე რამდენხანში ველოდო სავარაუდოდ |
მანქანები ამ ეტაპზე ბევრი არ გვყავს, მაგრამ თუ პიკის საათი არ არის მაქსიმუმ 15 წუთში იქნება მანქანა ადგილზე. თუ არ გავითვალისწინებთ დღევანდელ შემთხვევას. აუცილებლად რაღაც დაემართებოდა მანქანას თორე მოვიდოდა ყველა ვარიანტში. თუმცა ზოგჯერ ისეთი საცობიახოლმე ქალაქში რომ შეიძლება 45 წუთი მანქანა ვერ გამოვიდეს საცობიდან, რასაც ჩვენი მგზავრები ამას გაგებით ეკიდებიანხოლმე და მოთმინებით გველოდებიან
QUOTE | სიგარეტს მანქანაში ეწევიან მძღოლები? |
უმეტესი ტაქსის მძღოლები მწეველ კატეგორიას განეკუთვნებიან. თუმცა არის ჩვენს კომპანიაში არამწეველი მძღოლები, რომლებიც მგზავრებსაც არ აწევინებენ მანქანაში. შეგიძლიათ ოპერატორი გააფრთხილოთ და არამწეველი მძღოლი მოვა.
This post has been edited by lashuka on 3 Jun 2014, 00:59
|