https://www.facebook.com/zazadavi?hc_location=timelineბსუ-ს პროფესორი ზაზა დავითაძე
რატომ არ ვაძლევ ხმას „ოცნებას“ ამ არჩევნებში!
ნათლად ჩანს, რომ ახლანდელი პარტია „ქართული ოცნება“ აჭარაში ორ კატეგორიად იყოფა:
პირველი, ადამინები, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრამდე პირდაპირ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას მაშინდელი რეჟიმის წინააღმდეგ და სხვადასხვა მეთოდებით ეწინააღმდეგებოდნენ მას, ამასთან, ეს ადამიანები იყვნენ დიდი რისკის ქვეშ არჩევნების წაგების შემთხვევაში და მიუხედავად ამისა თავს არ ზოგავდნენ ნაცების ხელისუფლებიდან მოსაცილებლად;
მეორე, ადამიანები, რომლებიც სახალხოდ არ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას მაშინდელი არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, ბევრი მათგანი თავს კომფორტულად გრძნობდა სხვადასხვა სამსახურებში. ზოგიერთი მათგანი ნაცებთან ძალიან ახლო ურთიერთობებშიც კი იყო ან არჩევნების შემდეგ დაპორტირდა „ოცნებაში“. ეს კატეგორია, ასე ვთქვათ, „გაწყობილ სუფრაზე“ დასვეს!
ამ ორ ჯგუფს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განასხვავებს ერთმანეთისგან: პირველი ჯგუფის მართვა თითქმის შეუძლებელია, ხოლო მეორე პირდაპირ იმართება „ოცნების“ სათავეებიდან.
ამ ბოლო პერიოდში თვალნათლივ შეიმჩნევა ამ ორი ჯგუფის განცალკევება სხვადასხვა პოლუსებზე. რაღაც ძალები ცდილობენ პირველი ჯგუფის აფსაიდში მოქცევას სხვადასხვა მეთოდებით, ხოლო მეორე ჯგუფს, ბათუმისათვის თითქმის უცნობს ადამიანებს, რატომღაც ადგილობრივი არჩევნების „ოცნების“ პარტიულ სიაში გამსვლელ პოზიციაზე სვამენ. მე ეს ადამიანები შტაბში ადრე არ მყავდნენ ნანახი, მაგრამ ვიფიქრე შეიძლება მე არ მინახავს და სხვა დროს დადიოდნენმეთქი და საბოლოოდ რომ გამერკვია რა პარტიული თუ საზოგადოებრივი დამსახურებით მოხვდენ ეს კანდიდატები სიაში ვიკითხე იმ ადამიანებთან, რომლებიც დღედაღამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იყვნენ 2014 წლის არჩევნების პერიოდში. პასუხი გამაოგნებელი აღმოჩნდა, არცერთი მათგანი შტაბში იმ პერიოდში არ უნახავთ. შეიძლება მავანმა თქვას რომ ეს რა შუაშიაო? ძალიანაც შუაშია! თუ ადამიანი კარგი სპეციალისტია იგი უნდა დაფასდეს მისი პოლიტუკური შეხედულებების მიუხედავად, მაგრამ როცა საქმე ეხება საკრებულოს, პოლიტიკურ ორგანოს, აქ არ უნდა მოხვდენ პიროვნებები, რომლებიც პორტირებული არიან „ნაცებიდან“ ან „კუდს უქიცინებდნენ“ მათ!
ამ ბოლო დროს რატომღაც გაცხარდა ბრძოლა პირველი კატეგორიის „ოცნების“ წევრების მიმართ. იმ დროს როდესაც გაცილებით აქტიური თემებია წინწამისაწევი, როცა „ქრონიკა+“ თუ სხვა არაბათუმური პრესა ააშკარავებს „ოცნების“ სხვადასხვა კანდიდატების „ცოდვებს“, რატომღაც ადგილობრივი ტელევიზიები და პრესა აჭარის უმაღლეს საბჭოს უტევს, არადა ამ ეტაპზე საინტერესო უფრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და სიის შემადგენლობაა! ეს გააქტიურება გასაგებია: შეუძლებელია ავტორიტეტული, მებრძოლი და განათლებული ადამიანების მართვა! ამიტომაც ყველა ძალებით ცდილობენ მათ აფსაიდში მოქცევას!
გუშინ ჩატარებულ ოცნების ფორუმზეც კი არ გამოუყვანიათ ბათუმის „ოცნების“ კანდიდატები და რაიონებით შემოიფარგლენ, ხალხიც იქედან ჩამოიყვანეს. ეტყობა იქ, ზემოთ მიხვდნენ მათ შეცდომას, რომ ასეთი დამოკიდებულებით ხალხი შეხვედრებზე არ მოგივა! მაგარამ არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ და ამ არჩევნებზე თუ რჩეული არ გყავთ თითი უდა დავაფაროთ ნაცებს და ოცნებას და დარჩენილ სიაში სადაც მოხდებით იმ პარტიას უნდა მისცეთ ხმა! გაიგოს ოცნების მაღალჩინოსნებმა, რომ ბათუმი და აჭარა ხელწამოსაკრავია არაა!
This post has been edited by tevzi1 on 20 Jun 2014, 11:23
საქართველოს ყველა დროის მემატიანე მექრთამე ყოფილა............................................... (c) შთამომავლობა
ისტორიას წერენ დალხენილები ................... (c) დალხენილი
ვწუხვარ რომ ეუთოს მისიამ ვერ გაამართლა 1801 წელს, შეშფოთებას გამოვთქვამ აი უკვე 200 წელია ....... (c) ლორდი