ჯერ წინასწარ, ცნობად:
არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის თანამონაწილეობის 4 სახე:
ამსრულებელი (ანუ შემსრულებელი), ორგანიზატორი, წამქეზებელი და დამხმარე... აქედან მოარული, ყველაზე გავრცელებული მოსაზრებებით ამსრულებელი და ორგანიზატორი გამოირჩევიან განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით თანამონაწილეობის სხვა სახეებთან შედარებით (ყველა ისინი ისედაც მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია)... მარა არსებობს გამონაკლისი, როგორიცა დაკვეთილი (შეკვეთილი, დაქირავებული) მკვლელობა, როცა ყველაზე საშიში სწორედ რომ ამ დანაშაულის ცადენაზე წამქეზებელი პირია...
რამდენადაც მახსოვს, საკმაოდ მოხდა ჩვენთან ეს დაკვეთილი მკვლელობები, უმეტესობა გაიხსნა, ზოგი საერთოდ ჩიხშია (მათ შორის მეტად გახმაურებულებებიც, მაგ., კახი ასათიანის, დუდუ დადიანის), მარა რაც გაიხსნა და გასამართლდნენ დამნაშავენი, არცერთში არ მახსენდება, რომ სწორედ დამკვეთზე გასულიყვნენ და ეგებინებინოთ მისთვის პასუხი... მაგალითად, თავის დროზე ააფეთქეს ექს-თავდაცვის მინისტრ თევზაძის ძმა და შემსრულებლის გარდა ვერავინ იპოვეს, ასევე ის ბიზნესმენი რომ მოკლეს ავლაბარში, თითქოსდა სოსო პავლიაშვილის დაკვეთით, მარა არც არაფერი, პასუხი ღრუსეთუმე სოსოსთვის ჩვენს მართლმსაჯულებას არ მოუთხოვია, ანდაც თელასის ფინანსური მენეჯერის მკვლელობა, რომლისთვისაც გვიჩიანი თითქოს როგორც დამკვეთი დაიჭირეს, მარა ის ციხეს ანგრევს, მომიწყო ეს მიშრეჟიმმაო და მიშველეთ, მომხედეთ მიშპოლიტპატიმარსო, რაც მართლა ბევრ საფუძვლიან ეჭვებს და კითხვებს ტოვებს მიშიზმის ზნეობის ცოდნიდან გამომდინარე, ანდაც კიდევ გირგვლიანის საქმე, მართალია იქ პირდაპირ მკვლელობის დაკვეთა არ ყოფილა, მარა დანაშაულის შეკვეთის შედეგად ადამიანის სიკვდილი მაინც სახეზეა და არცერთი დამკვეთი არაა მსჯავრდებული იმ ვირთხა სალაყაია-დონაძეების ჩათვლით...
ჰოდა მართლაც დამაინტერესა, თუ გახსენდებათ ერთი ასეთი საქმე მაინც, რომელიც ყოველგვარი საფუძვლიანი კითხვების და ეჭვების გარეშე ბოლომდე გაიხსნა ყველა მისი ჩამდენი დამნაშავე-თანამონაწილის თავის დამკვეთ-შემკვეთიანად კანონისმიერ პასუხისგებაში მიცემით და გასამართლებითურთ, თუ ამაშიც ვერ მივდივართ ღრუსეთისგან შორს, რომელიც აგერ 20 წელია ეჩალიჩება უგახმაურებულეს საქმეს _ ვლად ლისტევის მკვლელობას და შემკვეთს დადგენას ახლოსაც ვერ მიკარებია ჯერ...
This post has been edited by kodeqsi on 19 Jun 2014, 19:21
მიმაგრებული სურათი
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...