sexi-bicolaრატომ არ აკონკრეტებ?

"ტელეარხი 25"-ის საინფორმაციო და ანალიტიკურ გადაცემები ერთი დღით მუშაობას აჩერებენ
15:41 13-06-2014
"ტელეარხი 25"-ის საინფორმაციო და ანალიტიკურ გადაცემები ერთი დღით მუშაობას აჩერებენ "ტელეარხი 25"-ის საინფორმაციო და ანალიტიკურ გადაცემები პროტესტის ნიშნად მუშაობას ერთი დღით აჩერებს , - ამის შესახებ არხის თანამშრომლებმა საყვირების თანხლებით ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გამართული აქციის დროს განაცხადეს.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამინის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, მედეა ვასაძის მუქარას - "ჯაბა ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას" დაუდგენელი პირების მიერ სოციალური ქსელით ჟურნალისტების ღირსების შემლახავი ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელება მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტელევიზიის დირექტორმა გიორგი სურმანიძე საქმის გამოძიების მოთხოვნით ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებას უკვე მიმართა.
გიორგი სურმანიძე აღნიშნული ჯგუფის დროულად გამოვლენას ითხოვს.
"შეიქმნა გვერდი, სადაც დაფიქსირებულია ისეთი რამ, რაც ყოველგვარ ზნეობას და ჩარჩოს სცდება. გადავწყვიტეთ, მიგვემართა უკიდურესი ზომისთვის და შეგვეჩერებინა მაუწყებლობა ერთი დღით", - აღნიშნა გიორგი სურმანიძემ.
როგორც არხის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი ჯაბა ანანიძე აცხადებს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატების და პროკურატურის მხრიდან რეაგირება ჟურნალსიტებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით არ ყოფილა.
"ამ სახელმწიფოში ჟურნალისტების ზეწოლის ფაქტებზე არ ხდება როგორც პოლიტიკური ასევე, სამართლებრივი რეაგირება. პოროკურატურა არ იძიებს ამ საქმეს, არავინ დამკავშირებია იქედან და არც პოლიტიკური რეაგირება უმაღლეს საბჭოს დღემდე არ აქვს. მე ვერ გავიგე რატომ მისცეს ერთკვირიანი ვადა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მედეა ვასაძე. რა უნდა გააკეთოს მან ერთ კვირაში, თუ ახალი განცხადებები უნდა აკეთოს მან და გამოიყენოს სიძულვილის ენა", - აღნიშნა ჯაბა ანანიძემ.
"ტელექრხი 25"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მაია მერკვილაძე განმარტავს, რომ სოციალურ ქსელით გავრცელებული მასალა ტელევიზიის დისკრედიტაციის მცდელობაა. ის სამართალდამცველებს საქმის დროულად გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
"ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, რომელიც საინფორმაციო გამოშვებას და ჩვენს გადაცემებს ელოდება. გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც უნდა განიხილებოდეს საზოგადოებაში. თუ ბოლომდე არ მივიყვანთ აღნიშნული ზეწოლის ფაქტებზე რეაგირების საკითხს, მაშინ სხვა ადამიანებიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან", - აღნიშნა მაია მერკვილაძემ.
"ტელეარხი 25"-ის აქციას, უმაღლეს საბჭოსთან რეგიონში მომუშავე მედიასაშუალებების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდნენ.
პ.ს. TV 25-ის მხარეს ვარ