როგორც ამბობენ, სოციალური ქსელის, ფეისბუქის შემქმნელმა, მარკ ცუკერბერგმა საიტის გაუქმების თაობაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: ,,ფეისბუქი აღარ იარსებებს, ის კაცობრიობას საფრთხეს უქმნის და მისი არსებობა ღვთის წინაშე დანაშაულია. მე საკმარისი კაპიტალი დამიგროვდა საიმისოდ, რომ მთელი ცხოვრება უზრუნველად ვიცხოვრო. ბოდიშს ვუხდი მომხმარებლებს, რომლებიც ძალიან დამოკიდებულები არიან ფეისბუკზე. 20ივნისს, 22:00 ფეისბუკი სერვერებზე გათიშვას დაიწყებს და ზუსტად 00:00 წაიშლება ვებსივრციდან“.
გავრცელებული ინფორმაციით საიტის ავტორმა განაცხადა, რომ ფეისბუქზე არსებული ფოტო და ვიდეოინფორმაცია 1 თვის განმავლობაში დრუპბოქსის სერვერზე იქნება შენახული, საიდანაც გვექნება შესაძლებლობა, მასალა მყარ დისკზე გადავიტანოთ, რადგან შემგომში ეს ინფორმაციაც განადგურდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავსი სახის ინფორმაცია პირველი არაა და ფეისბუქის მომხმარებელს არაერთხელ მიუღია, თუმცა ფაქტია, საიტი აქამდე არ გაუქმებულა. რამდენად ჭეშმარიტია აღნიშნული განცხადება, ამას მომხმარებელი 20 ივნისს თავად შეიტყობს.
http://geotimes.ge/index.php?m=home&newsid...ggZNVl.facebook
კოლუმბია. ბოგოტა. სანტა მონიკას ქუჩა, ბინა N: 22. იკითხე იგნასიო ორიმენტი.