მოგესალმებით!
ველოსიპედი ბავშვობის მერე არ მქონია, ეხლა მინდა ვიყიდო და ძალიან მინდა თქვენი რჩევები. კითხვებს ჩამოვწერ, და ვისაც რა შეგიძლიათ მიპასუხეთ

1. სიჩქარეების გადამრთველი: ბათუმში რომ ვიყავი, შემთხვევით წავაწყდი ერთ ველოსიპედს, რომელსაც განსხვავებული სიჩქარის კოლოფი ქონდა (კოლოფი ქვია?). როგორც გავიგე INTERNAL GEAR ქვია. ანუ უკნა ბორბალთან ჩამოწეული არ აქვს, სულ ერთი კბილანა აქვს და თან ფეხის ტორმუზიც! (დესნა ფორევერ).
რამე ხომ არ გსმენიათ, როგორია ასეთი გადამრთველი? კარგია, ცუდია, რითი განსხვდადება, რა უპირატესობა აქვს და ა.შ?
2. ძვირადღირებულ ბრენდს არ ვეძებ, რაღაც ისეთი, სამოყვარულო, ძირითადად თბილისის ქუჩებში, მაქსიმუმ სადმე აგარაკზე
3. სად შეიძლება მსგავსი ველოსიპედების შეთვალიერება და ყიდვა? რომელიმე კონკრეტულ მოდელს ხომ ვერ მირჩევდით სადღაც 300-400 (მაქსიმუმ) ლარის ფარგლებში.
4. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და რჩევა მისაღებია.
გმადლობთ წინასწარ, ველი პასუხს