ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში "ინტერპრესნიუსის" სახელით დეზინფორმაციისა და სააგენტოს მასალების დამახინჯებული სათაურებით გავრცელების შემთხვევები გახშირდა. ასეთ ქმედებებს სააგენტოს მომხმარებლის ნაწილი შეცდომაში შეჰყავს და ხელოვნურ აჟიოტაჟს იწვევს.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, 20 ივნისს დაფიქსირდა. "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული მასალა სათაურით "ირაკლი შიხიაშვილმა პრემია "ბერი ანდრიას ფონდში" სრულად გადარიცხა", სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დამახინჯებული სათაურით განთავსდა, რომელიც არ შეესაბამებოდა მასალის შინაარსს.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მიმართავს სოციალური ქსელების ყველა მომხარებელს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...anckhadeba.htmlსპლიყვი აღარაა ფორუმზე და ახლა ვის აბრალებენ?...