Aurellius
À la recherche du temps perdu

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4189
წევრი No.: 100994
რეგისტრ.: 27-September 09
|
#41352997 · 20 Jun 2014, 16:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯეფრი ჩოსერი (Geoffrey Chaucer) (1343 –1400) ინგლისური ლიტერატურის პირველი დიდი კლასიკოსია. თუ ითვლება, რომ ჰომეროსმა "გამოიგონა" (მინიმუმ) ევროპული ლიტერატურა , რომლის სათავეშიც ის დგას, ასევეა ჩოსერი ინგლისურისთვის. ხოლო თუ დანტემ თავისი ტოსკანური დიალექტით (ფლორენციული ვარიანტი) იტალიური ენის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ჩოსერის ლონდონორ დიალექტზე დაყრდნობით ინგლისური სალიტერატურო ენა ჩამოყალიბდა - რომლის საფუძველზე თავის მხრივ თანამედროვე ინგლისური განვითარდა.
ჩოსერის ეპოქას დაემთხვა "ასწლიანი ომი", შავი ჭირი, რომელმაც მოსახლეობის 1/3 გაწყვიტა, მაგრამ ამავე პერიოდში თარგმნეს ლათინურიდან ბიბლია, მოხდა როგორც ასეთი ინგლისური სახელმწიფოს, ერის და ენის ჩამოყალიბებაც. მთავარი სალიტარატურო ენები ლათინური და ფრანგული იყო, ჩოსერმა კი თავისი არჩევანი სალაპარაკო საშუალო ინგლისურზე (Middle English) შეაჩერა. მისი ნაწარმოებები სწორედ ამ ენაზე იწერებოდა.
იგი თარგმნიდა ფრანგულიდან, იტალიურიდან, ლათინურიდან, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ გადმოაკეთებდა ხოლმე. ერთადერთი გამონაკლისია ბოეციუსის De consolatione philosophiae. თავდაპირველად უფრო ფრანგულიდან თარგმნიდა, მერე იტალიაში იმყოფებოდა 1 წელი, 1372 წელს( და მერე კიდე). ეცნობა დანტეს, პეტრარკას, ბოკაჩოს. ვარაუდობენ, ბოლო ორს შეხვდა კიდეცო.
ჩოსერმა ენების გარდა ფილოსოფია, ასტროგოლია და იურისპრუდენცია იცოდა. მეფის კართან იყო დაახლოებული, ეწეოდა დიპლომატიურ საქმიანობას კონტინეტზე. მერე ლონდონის პორტში საბაჟოს უფროს ზედამხედველად დაიწყო მუშაობა, 1385 წელს კენტის საგრაფოში მოსამართლედ. 1386-ში თემთა პალატაში ირჩევენ, მაგრამ კარიერა ცუდად დაუმთავრდება, როგორც ჩანს "არასწორი მხარე" დაიჭირა ერთ-ერთ დავაში და პარლამენტიდან განდევნეს. პენსია საგრძნობლად შეუმცირეს, მერე ცოლიც მოუკვდა. როგორც ხდება ხოლმე, სწორედ ამ პერიოდში აღწევს თავის შემოქმედებით მწვერვალს. იწერება "კენტერბერიული მოთხრობები" (1386-1400). მანამდე, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩოსერს "ტროილერი და ქრიზეიდა (Troilus and Criseyde)" (1380-85) ჰქონდა დაწერილი.
რა თქმა უნდა, ჩოსერმა ბევრი მიიღო ფრანგული და იტალიური პოეზიისგან. თუმცა მის მიერ ინგლისური ენით დაწერილი ადამიანური კომედია - "კენტერბერიული მოთხრობები - The Canterbury Tales"- ინგლისურია და ინგლისური პერსონაჟებით არის "დასახლებული", სოფლის ხალხით და ახალი ბურჟუებით." სწორედ ასეთი საზოგადოების და ეკლესიის კრიტიკული სურათი დაგვიხატა ჩოსერმა. კენტერბერიული მოთხრობები" პირველი თანამედროვე რომანიცაა (თუმცა კი იგი პოემის სახით არის დაწერილი)(ისევ თუმცა, 24 ამბიდან 2 პროზაულია).
სიუჟეტი ასეთია, 30 მომლოცველი მიდის კენტერბერიში. სასტუმროს მეპატრონე დაპირდა გემრიელ ვახშამს მას, ვინც ყველაზე თავშესაქცევ ამბავს მოყვება გზად. თითოეულმა 2 აქედან უნდა მოყვეს, 2 იქიდან. ჩოსერს ჩაფიქრებული ჰქონდა 120 ამბავი, დაწერა მხოლოდ 24 და 4 ამათაგან დასრულებული არ არის.
თანამედროვე ქართულით თარგმნა (გარითმა კიდეც) გიორგი ნიშნიანიძემ. მაგრამ მთელი ხიბლი ხომ იმ ენაშია, რითაც ჩოსერი წერდა და მის, ავტორისეულ რითმაში? ამავე დროს, შეუძლებელია, ავტორის ჩანაფიქრი სრულად გადმოიტანოს მთარგმნელმა და სიტყვებს და წყობას მნიშვნელობები ასე თუ ისე, არ შეეცვალოს.
როგორ წავიკითხოთ "კენტერბერიული მოთხრობები" ინგლისურად? მწერლის ენას უნდა შევეჩვიოთ, უნდა ვიკითხოთ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებს ვერ გავიგებთ. ყველა სიტყვაზე ძებნა, არა მხოლოდ დროს დაგვაკარგვინებს, არამედ ტექსტსაც მოგვაცილებს და დაგვიქვეითებს კონცენტრაციის უნარს, დაგვღლის. გაშინაურების შედეგად სიტყვები მნიშვნელობებს იძენენ, გასაგები ხდებიან და ჩვენც ვწვდებით ჩოსერისეულ სპეციფიკას, მის განზრახვებს და სხვა ყველაფერთან ერთად შესაძლებლობა გვეძლევა მე-14 საუკუნის ინგლისშიც გადავინაცვლოთ. მოკლედ, უმოკლესი გზა კითხვაა. : ) ვკითხულობთ რაღაც მონაკვეთს ისე, რომ ზედმეტად არ ვცდებით ლექსიკონზე (ისე, ინტერნეტში არის ჩოსერის ლექსიკონიც, თან არაერთი (უნდა იყოს)), ვიგებთ ძირითად აზრს, და შემდეგ, თუ საჭირო გახდება მივუბრუნდებით. საბოლოოდ, მთავარი სირთულე, დაუინტერესებლობაა. : )
ჯეფრი ჩოსერი გარდაიცვალა 1400 წლის 25 ოქტომბერს. იგი იყო პირველი, ვინც უესტმინსტერის სააბატოს "პოეტთა კუთხეში" დაკრძალეს.
This post has been edited by Aurellius on 20 Jun 2014, 16:34
--------------------
I stepped forth from the shadows to the marketplace
|