არვიცი ეს ქართულად როგორ იქნება ალბათ ჰიპერ მგრძნობიარე ადამიანი? ამ თემაში ეს ხალხი შევიკრიბოთ (უკვე თუ არაა ასეთი თემა)
HSP არ არის დაავადება ეს მაღალი მგრძნობელობაა რომელიც გამოიხატება განსხვავებული ნერვული სისტემით სხვებთან შედარებით და გადაეცემა გენებით თაობიდან თაობას
ასეთი ადამიანი არის განსაკუთრებულად მგრძნობიარე შუქის, ხმების, ხალხის, ტკივილის, ემოციების, გადაღლის (და სხვა) მიმართ... მათ იზიდავთ სილამაზე (მაგალითად ბუნების, ხელოვნების) აქვთ სინანულის და შეცოდების უფრო მაღალი გრძნობა, ადვილად უჩუყდებათ გული, ასევე კომფორტულად გრძნობენ თავს კომპიუტერთან... სავარაუდოდ კიდევ ბევრი სიმპტომია რაც მახსოვს ესენი ჩამოვთვალე

პირადად მე ვარ HSP და ძალიან მაღიზიანებს გარკვეული ხმები მაგალითად საათის წიკწიკი ამიტომ ყველა საათი უხმო მაქ სახლში ასევე მაღიზიანებს ზედმეტი სინათლე და ძირითადად მკრთალ შუქზე ან სიბნელეში ვამჯობინებ ყოფნას... არ მსიამოვნებს ხალხი (მეგობრები და ახლობლები არ იგულისხმება) აი ზოგადად ვცდილობ მაქსიმალურად ისეთი გზებით ვიარო და ისეთ ადგილას ვიყო სადაც ადამიანები არ არიან ძალიან მიყვარს ლამაზი ბუნება მზის ჩასვლა ვარსკვლავები და სხვა (ვიცი რო ნიკს არ შეესაბამება

) ადვილად ვიღლები ხანგრძლივი ურთიერთობით ადამიანებთან და მინდა მარტო დარჩენა ასევე მრავალი სხვა რაზეც მეზარება საუბარი... არაა აუცილებელი HSP ადამიანს ახასიათებდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება შეიძლება ზოგი მათგანი უფრო მძაფრად ქონდეს ზოგი ნაკლებად თუმცა მაინც რთული მისახვედრი არაა თუ კარგად დაუკვირდება
ასეთი ხალხი თუ ხართ დაფიქსირდით და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება/რჩევები
თქვენ არ იცით რა აქვს ჩაფიქრებული ბატონ ბიძინას, მას 5 სვლა აქვს გათვლილი წინასწარ, მახეს უგებს თურქებს, ანაკონდაა