შეიძლება მართლა ფეხბურთის ბრაილი იყოს

ოზურგეთში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო
11:42 25-06-2014
ოზურგეთში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო დღეს, ოზურგეთში 50 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. ჩამომხრჩვალი მამაკაცი დილის ხუთ საათზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა იპოვა.
"დილის საათებში ვიწყებთ ქალაქის დასუფთავებას. თეატრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში დავინახე ხეზე ჩამოკიდებული ადამიანი. მაშინვე ვაცნობე სამართალდამცავებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩონჩხათიდან არის. ჩონჩხათის რწმუნებულის ალექსანდრე სარიშვილის თქმით, გარდაცვლილის ოჯახი ლანჩხუთში სამი წელია უკვე აღარ ცხოვრობს, ისინი საცხოვრებლად ბათუმში გადავიდნენ.
"დღეს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ თავი ჩამოიხრჩო, მეტი არაფერი არ ვიცი", - განაცხადა რწმუნებულმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...amoikhrcho.html