/// კვირას! 11 მაისს! 12 საათზე! ასე სანატრელი დრაგი რუსთავის ავტოდრომზე!
BMW Club Georgia აწყობს 2014 წლის 3 ეტაპიანი დრაგის საქართველოს ჩემპიონატის პირველ ღონისძიებას!
ტრადიციულად ეს სეზონიც იხსნება LESSA DRAG RACING–ით!საქართველოს და ჩვენი მეზობლების ყველაზე სწრაფი ავტომობილები – რუსთავის ავტოდრომზე!
ეს დრაგი ასევე ატარებს შარშანდელი სეზონის ფინალური ეტაპის დატვირთვას! ანუ ამ დრაგის ქულებით გამოვლინდებიან შარშანდელი სეზონის ჩემპიონები!
შარშანდელი სეზონის გამარჯვებულებს გაგახარებთ და გეტყვით, რომ (2–ის ნაცვლად) 4-ვე გამარჯვებულს BMW–ს კლუბისგან გადმოგეცემათ Samsung Galaxy S4! დრაგის გვერდი საქართველოში:
Georgian Drag Racing Seriesღონისძიების FB ბმული:
EVENT LINKბილეთის ღირებულება კაცზე – 5 ლარი. (გაიყიდება ადგილზე, შეჯიბრის დღეს)
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
პრო-
ფოტოგრაფების აკრედიტაცია: 597727399 გიორგი ქობულაშვილი /
ტელევიზიის და სხვა მედიასაშუალებების აკრედიტაცია: 591137111 გიორგი ხუგაშვილი.
იმედია დუელები იქნება ქრონომეტრაჟის (დროის ათვლის) სისტემით. ავტოდრომს შეკვეთილი აქვს ნაწილები და 90% (როგორც ამბობენ) უნდა იმუშაოს!
სავარაუდოდ ეს დრაგი იქნება ყველაზე ორგანიზებული და დაძაბული! ამიტომ ძალიან გვსურს ყველაფერი იყოს იდეალურად – მათ შორის ქრონომეტრაჟი!
დროებთან ერთად მონიტორზე იქნება LIVE კამერა სტარტიდან!
დროებს ემატება რეაქციის დრო, რაც დრაგის აზრის მთავარი პრინციპია და რითიც გამოვლინდება გამარჯვებული!
დრაგი გადაღებული და დამონტაჟებული იქნება კლასებად, ანუ ყველა დადგომის ვიდეო დაიდება!კლასები იყოფა შემდეგნაირად: A) 0cc - 3500cc (RWD+FWD)
B) 3501cc - 4400cc (RWD+FWD)
C) RWD+FWD Absolut
D) AWD Absolut
Monster) ყველა გადაადგილების საშუალება!
Monster კლასში C და D კლასის I,II ადგილოსნები შეხვდებიან 4 მოტოციკლეტს, რომლის სქემასაც (უფრო მეტად დაძაბული ორთაბრძოლებისთვის) შეადგენენ
ორგანიზატორები, მრბოლელების აზრის გათვალისწინებით! ამ კლასში ასევე დაიშვება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება – უსაფრთხოების ნორმების დაცვით!
კოეფიციენტები:
VTEC, ///M (გარდა ამერიკული E36-ისა), Compressor, Rotary - 1.3 / Turbo - 1.8
RWD - უკანა ამძრავი ავტომობილი / FWD – წინაამძრავი ავტომობილი / AWD - 4x4
ყველა კლასში (გარდა მონსტერისა) ლესას დრაგზე იქნება შემდეგი პრიზები
I ადგილი – 150 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! ასევე სიგელი და მედალი!
II ადგილი – 100 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! ასევე სიგელი და მედალი!
III ადგილი – 50 ლიტრი ვისოლის, ეკო სუპერის საუკეთესო საწვავი! ასევე სიგელი და მედალი!
მონსტერ კლასის გამარჯვებული მიიღებს სიგელს და თასს!
ნებისმიერ BMW–ს, რომელიც გაიმარჯვებს აბსოლუტ კლასში – BMW CLUB GEORGIA–სგან გადაეცემა 1000 ლარი!!!
კიდევ დაემატება პრიზები და დაიწერება კვირის განმავლობაში!
განლაგება ავტოდრომზე:

[YOUTUBE]COMING SOON...[YOUTUBE]
მონაწილეთათვის აუცილებელი საკითხავი!
[b]რეგისტრაციის ადგილი, ღირებულება და პირობები: რეგისტრაციის საფასური – 100 ლარი.
რეგისტრაცია ავტოდრომზე: შაბათს (დრიფტის დროს) – 14:00–17:00 / კვირას 10:00–11:00
VIP რეგისტრაცია: კონკრეტული კლასის დაწყებამდე მინიმუმ 10 წუთით ადრე – 150 ლარი
2 კაცს შეუძლია 1 მანქანით გამოსვლა, ხოლო 1 კაცს 2 მანქანით მხოლოდ სხვადასხვა კლასში შეუძლია!
რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელი არაა ადგილზე თითოეულის მოსვლა - ანუ რეგიონებიდან გამომსვლელებმა (და ქალაქელებმაც) შეგიძლიათ
გამოატანოთ თანხა და ჩააწერინოთ მართვის მოწმობის ნომერი, ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, მანქანის მოდელი, სახ. ნომერი და კუბატურა.
აკრძალულია:
1) დამსუბუქების მიზნით კუზაოს გარე ვიზუალური ნაწილების დახსნა. (გარდა არდატევისა)
2) კუზაოს ისეთი სახით დამსუბუქება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს საფრთხის ელემენტებს!
3) შუშების მაგივრად დასკოჩვა, არსებობს სპეც (იაფიანი) პლასტიკატები, რომლებსაც შუშის ეფექტი აქვთ!
4) სარბოლო ტერიტორიაზე წებოვანი ნივთიერებების დასხმა.
შესასვლელი და მანქანების სტარტის მიმდებარე ტერიტორიის განლაგება: სქემა #1
რეგისტრაციისას იღებთ სასტარტო ნომერს (მაგ.: C15, რაც ნიშნავს C კლასში მე15 ნომერს), რომელსაც
აკრავთ მარცხენა მხარეს – უკანა შუშაზე, ანუ მძღოლის შუშის უკან.
ასევე იღებთ მწვანე და ყვითელი ფერის სამაჯურებს – მწვანეს იკეთებთ თქვენ, ყვითელს კი – მექანიკი.
(სარეგისტრაციო ნომრის ან სამაჯურების დაკარგვისას აცხადებთ სარეგისტრაციო ოთახში, ჯარიმდებით 20 ლარით და იღებთ ახალს)
რეგისტრაციისას გადახდილი თანხის დამადასტურებელი ჩეკი უნდა შეინახოთ თუ ქრონომეტრაჟის დაზიანების ან ორგანიზატორის მხრიდან სხვა პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში - გადაწყვიტავთ დრაგის დატოვებას და მოითხოვთ გადახდილ თანხას. თუ ჩაატარებთ თუნდაც 1 დადგომას - თანხა აღარ ანაზღაურდება!
ყველა კლასის ავტომობილი რეგისტრაციის გავლისთანავე აკრობს სასტარტო ნომერს მარცხენა (მძროლის მხარეს)
და გადადის დახურულ პარკში, სადაც ელოდება ტექნიკურ შემოწმებას...მძღოლისთვის დაწესებული მოთხოვნების და ჩემპიონატის სისტემის სანახავად დააჭირეთ სპოილერს!» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
უსაფრთხოების ზოგადი წესები1. რბოლის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა სასტიკად აკრძალულია, თუ ეს უკანასკნელი უსაფრთხოების მიზნით აუცილებლობას არ მოთხოვს.
2. რბოლისა და ვარჯიშის დროს ავტომობილებმა უნდა იმოძრაონ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ სარბოლო ზოლზე, სტარტიდან ფინიში მიმართულებით.
3. თუ შეჯიბრის დროს, ავტომობილი რიგი მიზეზების გამო გაჩერდა და მძღოლს არ შეუძლია მისი გაყვანა საფრთხის ზონიდან, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს ავტომობილი და გავიდეს ჯებირს მიღმა.
4. ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ავტომობილზე შესაძლებელია მხოლოდ, ასეთი სამუშაოებისთვის გამოყოფილ ტექნიკურ ზონაში. კონკრეტულ შემთხვევაში – პადოკში.
5. აკრძალულია კუზაოს ელემენტების მოხსნა დამსუბუქების მიზნით (გარდა შემთხვევებისა როდესაც ფიზიკურად არ ეტევა კუთვნილ ადგილზე).
6. აუცილებელია რბოლის დროს ღვედის შეკვრა და გვერდითა მინების აწევა. აკუმულატორი უნდა იყოს დამაგრებული.
7. აკრძალულია მინების მაგივრად სკოჩის გამოყენება. მინის ჩანაცვლება შეიძლება გამჭვირვალე პლასტიკატებით.
8. არავის არ აქვს უფლება მიეკაროს სარბოლო ბილიკზე გაჩერებულ ავტომობილს გარდა იმ სამსახურებისა რომელთაც ევალებათ ექსტრემალური ევაკუაცია.
9. რბოლის მიმდინარეობის დროს ავტომობილის ძრავის დაქოქვა შეიძლება მხოლოდ იმ საშუალებებით რომელიც განთავსებულია ავტომობილში, გამონაკლისი დასაშვებია ავტომობილის პადოკში ყოფნის დროს სადაც დასაშვებია გარე დაქოქვის მოწყობილობების გამოყენება.
10. როდესაც ავტომობილი იმყოფება წინასასტარტო ზონაში და მძღოლი ვერ ქოქავს ავტომობილს 2 წუთის განმავლობაში, მას კონკრეტული (მოცემული) გარბენი ჩაეთვლება წაგებად.
11. დაფინიშების შემდეგ მონაწილე რომელიც ბრუნდება პადოკში, მოძრაობის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ.სთ–ს, ამ პირობის დარღვევისას, მძღოლის შედეგი ანულირებული იქნება და განმეორების შემთხვევაში მოხდება დისკვალიფიკაცია.
12. თუ მონაწილის ავტომობილს ვარჯიშის ან/და რბოლის დროს წარმოექმნა რაიმე ტექნიკური პრობლემა და ვერ აგრძელებს გარბენს, მაგრამ ავტომობილით გადაადგილება შეუძლია დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სარბოლო ბილიკი ყველაზე უსაფრთხო გზით.
13. თუ მძღოლი გახდა ავტოკატასტროფის მონაწილე, მას არ აქვს უფლება დატოვოს ავტოდრომი ორგანიზატორის თანხმობის გარეშე.
14. ორგანიზატორი ვალდებულია შეაჩეროს შეჯიბრი (პრაქტიკა, მოთელვა, კვალიფიკაცია და ა.შ.) ნებისმიერი ექსტრემალური შემთხვევის დროს, როდესაც ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიადგეს, ამ დროს შუქნიშნებზე ინთება წითელი შუქი ასევე ყველა მსაჯი რომელიც მხედველობის არეში იმყოფება წევს წითელ ალამს რაც იმისი მანიშნებელია რომ მძღოლებმა უნდა დააგდონ სიჩქარე მაქს 50 კმ. სთ–მდე და მზად უნდა იყვნენ დაუყოვნებელი გაჩერებისათვის.
15. გარბენის დროს ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის დროს მძღოლი ვალდებუილა გადავიდეს დრაგ–ზოლიდან რათა აიცილოს თავიდან ზეთის ან სხვადასხვა სითხის დაღვრა სარბოლო ზონაში.
16. აუცილებლად უნდა გეხუროთ ჩაფხუტი, რომელიც უფასოდ მოგეცემათ ან შეგიძლიათ იქონიოთ თქვენი. გარბენის შემდგომ ცდილობთ - რაც შეიძლება მალე მიაწოდოთ სტარტზე, რომ ავიცილოთ დრაგის დროში გაწელვა.
წინასასტარტო ზონა . სტარტის პროცედურა. (სქემა #1 & 2)
1. როდესაც 2 ავტომობილი დგება სტარტზე და შემდეგი ხართ თქვენ - გადადიხართ წინასასტარტო ზონაში, სადაც ახურებთ საბურავებს!
2. მსაჯების ნიშანზე, მონაწილე ვალდებულია 30 წამის განმავლობაში შეიყვანოს ავტომობილი წაინასასტარტო ზონაში.
3. აკრძალულია მრბოლელების მიერ სარბოლო მონაკვეთზე სიარული, დროის თუ სხვა სიტუაციების გარკვევის მიზნით! მრბოლელების ზონაში არის დაფა, სადაც მრბოლელს თუ მის ტექნიკურ ჯგუფს შეუძლია მიიღოს სრული ინფორმაცია დროის თუ გამოსვლის რიგითობის შესახებ.
4. ავტომობილის კრიტიკული დაზიანებისას (საფრთხის შემცველი ან გადაადგილების შეზღუდვისას) - პრობლემის აღმოფხვრისთვის, მრბოლელს შეუძლია ითხოვოს (მთავარ მსაჯთან), რომ გადაინაცვლოს კონკრეტული ეტაპის დუელების ბოლოში, რაზეც (ღონისძიებების სიტუაციიდან გამომდინარე) ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეიძლება მიიღოს უარი.
5. მსაჯების ნებართვის გარეშე მონაწილეს ეკრძალება სტარტის ზონაში შესვლა. მანამდე ავტომობილი უნდა იყოს უძრავად. წინასასტარტო ზონაში მექანიკოსებს ეკრძალებათ ნებისმიერი სამუშაოს ჩატარება ავტომობილზე.
6. მსაჯების ნიშანზე წინასასტარტო ზონაში მყოფი მონაწილეები (ავტომობილები) მიდიან სტარტის ზონაში სადაც დაიშვება საბურავების გაცხელება, ავტომობილის მომზადების და საბურავების გაცხელების პროცედურა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს, ამ დროს სტარტის ხაზის გადაკვეთა დასაშვებია.
7. კონკრეტული გარბენის შეყოვნების ან გადადების შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს ნებისმიერი მოძრაობა და დაელოდოს მსაჯების შემდგომ მითითებებს.
8. შეჯიბრის ფინალური ეტაპების დროს, იმ მონაწილეს რომელსაც კვალიფიკაციის შედეგებით უმჯობესი შედეგი აქვს უფლება ეძლევა აირჩიოს სარბოლო ზოლი.
9. ორივე ავტომობილის გაფუჭებისას, შემდეგ ეტაპზე გადადის წინა ეტაპზე უკეთესი დროის მქონე მრბოლელი.
10. ერთი ავტომობილით 2 მრბოლელის მონაწილეობის შემთხვევაში, სტარტზე გამოსვლისას (შუაში მსხდომ) მსაჯებს ეუბნებით თქვენს საბორტო ნომერს.
ჩემპიონატის სისტემა.პირველ ეტაპზე მრბოლელები ანხორციელებთ 2 სტარტს კონკურენტთან ერთად, სადაც
არანაირი აზრი არ აქვს გაასწრებთ თუ არა დუელში მყოფ ავტომობილს...
პირველი ეტაპის დასრულებისას საუკეთესო დროის მქონე მრბოლელები გადავლენ მეორე, დუელების ეტაპზე შემდეგი რაოდენობის მიხედვით:
4 ავტომობილი (5–დან 10–ის ჩათვლით ოდენობისას)
8 ავტომობილი (11–დან 20–ის ჩათვლით ოდენობისას)
16 ავტომობილი (21–დან 40–ის ჩათვლით ოდენობისას)
მე2 ეტაპიდან 402 მეტრის გავლის დროს ემატება რეაქციის დრო! თუ ქრონომეტრაჟის სისტემა გაფუჭდება და ვერ დაითვლის მას – იქნება ფოტოფინიში!

ეს სისტემა გამორიცხავს არგამართლების გამო ძლიერთან შეხვედრას და ისე ლაგდება სქემა, რომ ფინალებისკენ უფრო და უფრო ძლიერი ავტომობილები ხვდებიან ერთმანეთს!
რაც ასევე გამორიცხავს 2 უძლიერესი ავტომობილიდან ერთერთის დასაწყისშივე გამოვარდნას!
ასე რომ ყველაფერი თქვენზე და თქვენი მხეცის გამართულობაზეა!
ფალსტარტი.1. კვალიფიკაციის დროს როდესაც ერთი მონაწილე აკეთებს ფალსტარტს, მეორე მონაწილე ვალდებულია განაგრძოს მოძრაობა და დაასრულოს (დააფინიშოს) იგი, მისთვის ამ გარბენის რეზულტატი ჩაითვლება.
2. მონაწილე რომელმაც გააკეთა ფალსტარტი, ანელებს მოძრაობას და დადგენილი წესით და მარშრუტით (მე2 წაგების შემთხვევაში) ბრუნდება რიგის ბოლოში ან სასტარტო ზოლთან (1ლი გარბენის შემთხვევაში).
3. გარბენის დროს როდესაც ორივე მძღოლი აკეთებს ფალსტარტს ასეთ შემთხვევაში მათ (ორივეს) ეთვლებათ წაგებად. 2:2–ის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადადის – წინა ეტაპზე უკეთესი დროის მქონე მრბოლელი.
4. როდესაც ფალსტარტი კეთდება ფინალებში ორივე მძღოლისგან – ინიშნება განმეორებითი გარბენი სტარტის ყველა პროცედურის დაცვით.
ტრასაზე მოძრაობა. სქემა #3[/b]

1. სტარტის ბრძანების შემდეგ ავტომობილები იწყებენ მოძრაობას აჩქარებით სწორხაზოვან ურთიერთ პარალელური მიმართულებით ფინიშის ხაზის გადაკვეთამდე.
2. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდგომ, ავტომობილები ანელებენ მოძრაობას და ბრუნდებიან პადოკში ამ დროს მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 კმ–სთ.
3. ქრონომეტრაჟის უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია სარბოლო მონაკვეთზე საპირისპირო მხარეს გადასვლა, რის გამოც შეიძლება დაზიანდეს დროის ათვლის სისტემა, რომლის ანაზღაურებაც ეკისრება წესების დამრღვევს. გარდა ამისა სარბოლო ზოლის გადაკვეთა ჯარიმდება 1/2 სასტარტო შენატანით.
4. ქრონომეტრაჟის სისტემის დაზიანების შემთხვევაში დრაგი გრძელდება ფინიშის პირველი გადამკვეთის პრინციპით.
5. მრბოლელი, რომელიც უარს იტყვის ქრონომეტრაჟის სისტემის გარეშე რბოლაზე – (სასტარტო შენატანის გადახდის ჩეკის წარდგენისას) დაუბრუნდება თანხა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში:
ორგანიზაციული და მარკეტინგული თემების ირგვლივ – გიგი ტუღუში 574 714 741
ტექნიკური მოთხოვნების და წესების ირგვლივ – გიორგი მკრტიჩიანი 574 003 005 და გიორგი ჯადუგიშვილი 593 515052
VIP პარკინგზე საკუთარი ექსკლუზიური ავტომობილისთვის ადგილის დაჯავშვნისთვის – გიორგი მკლავიშვილი 555566699
წარმატებები! და გელით (წინასწარი დაძაბულობით) ყველაზე დიდ დრაგზე რაც კი ოდესმე ჩაგვიტარებია!!! This post has been edited by GT_714 on 4 May 2014, 12:55