სალოსობანას თამაშობ?
სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის. სალოსი – ქრისტესთვის სულელი, ღვთის გლახა, ანუ ადამიანი, რომელიც უფლის სადიდებლად და საკუთარი ცოდვებისა და ვნებების დასაძლევად იქცევა და ცხოვრობს ისე, როგორც სულელი. წმინდა პავლე მოციქულის ტერმინოლოგიით, სალოსი შინაგანად წმინდად და ღვთივსათნოდ ცხოვრობს, გარეგნულად კი საზოგადოებაში არსებული ქცევისა და ურთიერთობის ყველანაირ ნორმას უგულებელყოფს. სწორედ ამიტომ, ისინი ხალხისაგან ვერანაირ კეთილგანწყობას, თანაგრძნობას, პატივისცემას, დაფასებას ვერ იღებენ და უკიდურეს ცოდვილებადაც კი მიიჩნევიან. ეს იმის გამო ხდება, რომ მათი ღვაწლი, წმინდა და ღვთის სათნო ცხოვრება დაფარულია გარშემომყოფთათვის.
ნებისმიერ პიროვნებას აქვს პრეტენზია, საზოგადოებაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ხშირად ადამიანური “ღირსების” დასაცავად ჭეშმარიტ ღირსებას – ღვთის ხატებას შეურაცხვყოფთ. სალოსი კი არაფრად აგდებს ხალხის ქება-დიდებასა თუ ლანძღვა-გინებას. მისი ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი წმინდად ცხოვრება და უფალთან დაახლოებაა.
შესაძლებელია გაგიჩნდეთ კითხვა: რა საჭიროა ყოველივე ამისთვის თავის მოსულელება? პასუხი მარტივია: ისინი ამით უმძიმეს ცოდვას – ამპარტავნებას თრგუნავენ, საკუთარ სათნოებებს ფარავენ. სულელი და არასერიოზული ადამიანის ნიღბით მათ ცოდვებისა და მანკიერებების მხილების ისეთი საშუალებები ეძლევათ, რაც სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ.
ასეთი დაფარული ღვაწლისა და უანგარობისათვის უფალი სალოსებს სულიწმინდის სხვადასხვა ნიჭს უბოძებს ხოლმე. ისინი ხშირად წინასწარმეტყველებენ, კურნავენ. მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ სალოსობას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ადამიანი, რომელიც ღვთისაგან განსაკუთრებული კურთხევის გარეშე შეუდგება ამ უმძიმეს ღვაწლს, მოსალოდნელია, დაიღუპოს. ამ შემთხვევაში საშიშროებაა იმისა, რომ არა თუ დაითრგუნოს ამპარტავნება, არამედ გაღრმავდეს და მოღვაწე ხიბლში ჩავარდეს.
თუ მასხრობანას?
მასხარა – ვინც მასხარაობს, ლაზღანდარობს.
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=10794თუმცა ორივე შემთხვევაში სუსტად (უინტერესოდ) გამოიყურები!
კეთილი სურვილებით,
რამაზი
This post has been edited by რამაზი on 26 Jun 2014, 18:01