http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...amoaqveyna.htmlნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ალიანსის გაფართოების დეკლარაცია გამოაქვეყნა
15:05 31-05-2014
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება , რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოს ნატო-სთან დაახლოებისთვის მიენიჭოს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 30 მაისს მიღებულ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც ასამლეის ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განთავსადა.
ამასთან, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ალიანსის გაფართოების შესახებ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს, კვლავაც დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკისა და იმ ქვეყნების ევრო-ატლანტიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი პოლიტიკური ვალდებულება, რომლებიც ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვიან.
დეკლაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ნატო-ს გაფართოება არ წარმოადგენს საფრთხეს რომელიმე ქვეყნისთვის, არამედ აძლიერებს ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებსა და სტაბილურობას.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხული სესია ვილნიუსში 30 მაისს გაიხსნა. მასში მონაწილეობენ ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი, ალიანსის 14 პარტნიორი-ქვეყნის პარლამენტის, ევროპარლამენტის წევრები და რამდენიმე პარლამენტთშორისი გაერთიანებება.
ამასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელი საგაზაფხულო სესია რუსეთის გარეშე გაიხსნა.
ვილნიუსში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სამი, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატო-ს გაფართოების შესახებ დეკლარაცია მიიღო.
ამასთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხული სესიის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იყო.
როგორც ასამბლეაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა უსიამოვნო, მაგრამ ორაზროვანი განმარტება წარმოაჩინა, თუ რამდენს ნიშნავს თავდაცვა დღევანდელი დღისა და მომავალისთვის.
ანდერს ფოგ რასმუსენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის გაძლიერების საკითხი უელსის სამიტზე იქნება მიღებული.
"ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში, ჩვენთვის აუცილებელი იქნება ნატო-ს უფრო მეტად ყოფნა ალიანსის მთელ ტერიტორიაზე. ვიმედოვნებ, რომ სამიტზე შევძლებთ მზადყოფნის გეგმის მიღებას, ჩვენი მზადყოფნისა და რეაგირების გაზრდას", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
არა, მე შეიძლება დავბრვამდი, მაგრამ მსგავსი თემა რომ ვერ შევნიშნე პირველ გვერდზე ძალიან გამიკვირდა
კარგი, ეს ოცნებისტები სულ რუსეთუმეები და პუტინისტები არიან
(არამზადებიც)
მაგრამ მიშელებს რა დაგემართათ ერთმა მაინც რომ ვერ მოიფიქრეთ თქმის გახსნა?
აღარაა ეს ჩვენი ქვეყანა? თუ მაპს მიშას და ნაცმოს გარეშე გემო არ აქვს?
ენივეი
ყველას გილოცავთ
მგონი მართლა გვაძლევენ
ნუ მიაქცევთ სათაურში ჩადენილ ხულიგნობას ყურადღებას
მადლობა ნაცმოძრაობას იმისათვის, რაც წინა წლებში მაპის მისაღებად გააკეთა საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე
(საშინაო პოლიტიკაში ჩადენილზე – ცუდზე მაშასადამე–არ ვილაპარაკებ ამ თემაში)
მადლობა ქართულ ოცნებას, რასაც აკეთებს მაპის მოსაპოვებლად და ევროინტეგრაციისათვის
და არ შემიძლია არ დავსძინო – პუწინ გამოიღე!!!
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა