არავისტები კი არა, ვიცი რას (ვის) ელოდებით თქვენ

თოვლის ბაბუა გინდათ, დიდი მეშოკით რომ საჩუქრებს მოგიტანთ, მაგაზე ნაკლებზე არ დათანხმდებით

ზვიდიც აუცილებელი მოვლენა იყო ჩვენს ისტორიაში ეროვნული თვითშეგნების გასაღვიძებლად, რომელსაც 70 წელი ეძინა. უბრალოდ მაგას მოყვა (და სხვანაირად ვერ იქნებოდა) მხედრიონების და საძმოების მსგავსი მუწუკების ამოყრა პაციენტის (საქართველოს) ტანზე. რას იზამ, მონა როცა თავისუფლდება, რაღაც ნაწილი ბანდიტობას იწყებს. ჯერ კიდევ სპარტაკის დროს იცოდნენ ეგ.
შევარდნაძემაც მართლა დიდი საქმე გააკეთა სწორედ ამ მუწუკების მოშორებით ... სხვა სიკეთე სამწუხაროდ შევის არ მოუტანია ....
მიშამ თავისი 9 წლის მანძილზე იმდენი სასარგებლო გააკეთა, რამდენიც ყველა სხვა მთავრობას საქართველოსა და ყოფილის სსრკს სხვა ქვეყნებში ერთად არ გაუკეთებიათ ბოლო 20 წელიწადში. მიშამ ველური პაპუასების ტომი აქცია სახელმწიფოდ და ათა-თურქსაც კი გადაუჯოკრა რეფორმების ტემპებით და მასშტაბებით. აი მეთოდები .... მეთოდები სხვა საკითხია ....
ქოცები, ქოცები რა ?? მიიღეს სამართავად ჩამოყალიბებული სახელმწიფო და მართავენ როგორც შეუძლიათ .... ჩვენ რომ ინგლისი ვიყოთ ან გერმანია, ნუ ან ესპანეთი მაინც - ძალიან მშვენიერი "საშუალო" დონის მთავრობა იქნებოდა, რომელიც არაფერს არ აკეთებს, მარა თითქმის არაფერს არც აფუჭებს.
შესაბამისად ჩემი დასკვნაც - ყველა მთავრობა რაც გვყავდა, უნდა გვყოლოდა კიდევაც. ასე იყო საჭირო. ასე იყო უკეთესი. სხვანაირად არ შეიძლებოდა. ერთადერთი რაზეც გული მწყდება - ქოცების მოსვლა ძააალიან ნაადრევად მეჩვენება. არ ვართ ჩვენ ისე კარგად რომ ეს გომბეშოები ავიტანოთ....
პ.ს. თოვლის ბაბუა კი არ არსებობს ! ხელი გაანძრიე და გეშველება ! არც ვინმე იმუშავებს შენს მაგივრად, და არც ხიზილალებს გაჭმევს იმიტომ რომ ხმა მიეცი...