...დარწმუნებული ვარ ნაროდის გარკვეული კატეგორია დაიწყებს..."რუსეთუმე", "ყრუსეთუმე", "ღრუტ-ღრუტ" და ა.შ. ამიტომ, დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ დიდ კულტურასთან ნებისმიერ დიალოგს და დაახლოვებას მივესალმები, მაგრამ ნებისმიერი ..."ასო-ცირების" წინააღმდეგი ვარ ვისთანაც და რასთანაც არ უნდა იყოს ეს!
თავად განსაჯეთ, რა გუნებაზე დადგებით ვინმემ რომ შეგაქოთ - "ადამიანთან ასოცირდებიო"!...რაა, მადლობას ეტყვით იმაზე, რომ არ გითხრათი შიმპანზესთან ან მაჩვთან არ ასოცირდებიო?!
...ამიტომ, მე-უმეცარი, ოღონდ არა ასო-ცირებული ადამიანი, გთხოვთ გამარკვიოთ - ჩემი, ჩემი ახლობლების და ქვეყნის კეთილდღეობაზე კონკრეტულად როგორ აისახება "ასო-ცირების ხელშეკრულება" ?!
1)სადამდე და როდემდე უნდა "ი-ასო-ციროს" ქვეყანამ, რომ დიადი ევროპული კავშირის ერთ-ერთი შემადგენელი ასო გახდეს?!
2)რითი იქნება დაზღვეული ყევრო-ასო-ცირებული ქვეყანა იმისაგან, რომ ის არ აღმოჩნდება ახალი ყრუსული ექსპანსიის მსხვერპლი?!
3)ამ ლოდინში, და ნატო-ქატოს ძახილში, ყევრო-კავშირი თუ დაიშალა, ჩვენი ასო-ცირება ვის სად უნდა შევტენოთ?!
4)ვისაც სწავლა უნდა და კვალიფიცირებული შრომა შეუძლია, ის ახლაც სწავლობს და შრომობს გინდ აქ და გინდ იქ...მართალია ასო-ცირება უვიზო მიმოსვლას გულისხმობს, მაგრამ საინტერესოა - აქედან რომ უვიზოდ პიტალო ასო წავა და იქიდან უარესი გამო-ასოცირებული ჩამოვა, ამით ჩვენს ქვეყანას რა ხეირი?!
5)კაი და ერთ მშვენიერ დღეს რომ "ლუდოვიკომ" გვითხრას, წტთ ერთი თქვენი ყიზილბაში ბაბოც გავათხოვე, ჩემი თავი გამჭირვებიაო, მერე ვისთან და რასთან ასო-ცირებაზე დადგება საკითხი!
...აქ ზოგიერთი ეიფორიაში მყოფი პრადვინუტ-პროდასავლელების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ...ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ გაემტყუნება არაერთგვაროვანი აზრი ამ - "ასოცირებულ წევრობაზე", რადგან მას , ერთა-ლიგის დაარსების დღიდან, ბევრჯერ სმენია დასავლელი ძმებისაგან ამგვარი გამამხნევებელ-იმედისმომცემი ხმები და ბევრჯერ დარჩენილა მათგან პირში ჩალაგამოვლებული!
...ისევე როგორც - აფხაზეთიო, ღრუსეთის გარდა არავის არ უცვნიაო და ამ დროს, რეალურად თურქეთის ეკონომიკა ნელ ნელა გულაობს აფხაზეთში და ძაანაც კიდია ამაზე რას იტყვიან მისი თანაგუნდელი ნატოს წევრი ქვეყნები და იმ ქვეყნებსაც ძაან მაგრა კიდიათ აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, როგორც საქართველოს დაკარგული და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები - ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!
პ.ს. : მე მხოლოდ შემდეგ დადებითს ვხედავ ევროპასთან დაახლოვებაში:
1) იქნებ ჩვენმა ხალხმა ბოლო-ბოლო შეიგნოს, რომ ნებისმიერ შრომას, თავისი კულტურა სჭირდება, რათა ეს შრომა დაფასდეს და ჯეროვნად ანაზღაურდეს!
2)იქნებ სახელისუფლებო თუ ბიზნესურტიერტობებში, ქართული ჯიგაროფაქტორი ჩაანაცვლოს რაციონალურმა და ურთიერთ პასუხისმგებლობაზე აგებულმა ურთიერთობებმა და გადაშენდეს ნათესაოსოფიამ, კაცის-კაცობა და მამაძაღლობა...ნუ დავიდეს მხოლოდ ეგზოტიკისა და ფოლკლორის დონემდე მაინც!
3)ბოლო-ბოლო იქნებ ვიპოვოთ ჩვენი თავი და აღარ გვიხაროდეს ვინმესთან ან რამესთან "ასო-ცირება", ვინც არ უნდა იყოს ის ვინმე და რაც არ უნდა იყოს ის რამე, ამუ გამოვიდეთ ამ მუდმივი კარიკატურული აზროვნების რეჟიმიდან!
ჰო, დანარჩენი არ ვიცი და ამ მხრივ, საინტერესოა თქვენი აზრი
ჩვენზე "ასო-ცირებული" არის განა სადმე ერი?!...
This post has been edited by Stalker2005 on 30 Jun 2014, 09:58