მოკლეთ, სახლში მოვედი ფეხბურთს ვუყურებდი და ბავშვს გაახსენდა, დღეს ვიღაცამ შენ და დედაჩემი ორჯერ გიკითხათო.
ვინ იყო, მეთქი, ვერ ამიხსნა და დავივიწყე.
ის ის იყო ფრანგებმა პირველი ბურთი გაიტანეს და დარეკა ზარმააა...
გავედი, მეზობლის გოგო ამოსულიყო... შორიდან მოვლა დააპირა საუბარში, მაგრამ ვუთხარი ფეხბურთია, მეთქი. კაიო, ვის მხარეს ხარო, უნდა ჩავწეროო.
?? ხმას ვის აძლევო კი არ მკითხა, ვის მხარეს ხარო (ნუ, ეს შეიძლება მის გამოუცდელობას და ცოტა ღელვას მივაწეროთ და ღიად დავტოვოთ ზუსტად რისი კითხვა უნდოდა).
მე ვუთხარი მაგარ შარში ხარ შენ ახლა, გატყობ, მეთქი.
- თუ შეიძლება ჩავწერ რომ იოცნებას უჭერ მხარსო.
მიოცა, მეთქი. შემოვედი და ოჯახში სწრაფი კონსილიუმი მოვიწვიე, ასე და ასეა, მეთქი და ვინმე უნდა ჩავაწერინო, მეთქი. უხერხულია ბავშვთან მეთქი.
... და მეუღლესთან ცოტა შეხლა-შემოხლის შემდეგ მისი მონაცემები ჩავაწერინე.
ამასობაში ფრანგებმა მეორე გოლიც გაიტანეს.
ახლა შეკითხვა მაქვს ასეთი, თუ ვინმემ იცის რათქმაუნდა.
რათ უნდათ, ეეე?!
და კიდევ ერთი კითხვა (რომელიც შეიძლება ისევ ამ გოგოს გამოუცდელობას და ღელვას მივაწეროთ), რატომ ერთი ადამიანი ოჯახიდან?!
ნუ დაგეზარებათ ...