ეხლა ვუყურე ამ ფილმს.

საკმაოდ ძლიერი და აზრაინი დრამაა,17 წლის ჰირჩი ძალიან კარგად თამაშობს.
დედის სიკვდილის შემდეგ დუნკანი(ჰირჩის გმირი)შეიცვალა,კომპლექსიანი და ჩაკეტილი გახდა.
ამ ტრაგედიასთან შეგუებას ის სხვადასხვა ხერხებით ცდილობს.მამას,რომელთან ერთადაც ცხოვრობს,თითქმის არ აქვს ურთიერთობა შვილთან.
მათი საუბარი მოკითხვით შემოიფარგლება,14 წლის ბიჭს კი ურთიერთობები სჭირდება,დუნკანის ერთადერთი ხმის გამცემი მისი საყვარელი თეთრი ქათამია,რომელსაც გვერდიდან არ იშორებს. შემდეგ თავის მეზობლებს დაუახლოვდება,განსკუთრებით ერთ ახალგაზრდა ყმაწვილს,პერის. როგორ განვითარდება მოვლენები თავად ნახეთ.
ლამაზი ფილმია,კარგი მუსიკით და მძიმე სიუჟეტით.













სხვა კადრებს არ დავდებ,რამეთუ სპოილერს შეიცავს