#41475968 · 30 Jun 2014, 22:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ა.წ 28-29-30-31 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრის“ ორგანიზებითა , ქ.ბათუმში სასტუმრო ერა პალასში (http://www.erapalace.ge/geo/index.php) გაიმართება ფორუმი თემაზე ,,ექიმის და პაციენტის ურთიერთობა - უფლებებo და მოვალეობები“. ფორუმზე განხილული იქნება სამედიცინო მომსახურების პროცესში ექიმ-პაციენტის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური რეგულაციები. უკანასკნელ პერიოდში ექიმებზე გახშირებულმა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა, როგორც ზოგადად ექიმ-პაციენტის ურთიერთობაზე, ასევე მედიცინის მუშაკების მიმართ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე . ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ფორუმის ორგანიზება ექიმ-პაცინტის ურთიერთობის სამედიცინო, ეთიკური და სამართებლივი საკითხების შესახებ, სადაც განხილული იქნება საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები, ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ექიმთა მიმართ განხორციელებული ადმინისტრაციული სანქციები. წარმოდგენილ შემთხვევათა გაანალიზებით და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად შემუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები, როგორც ექიმთა შრომის უფლებისა და პირადი უსაფრთხოების, ასევე პაციენტის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ფორუმში მონაწილოების ღირებულება შედაგენს 260 ლარს. ღირებულებაში შედის: 1. ცხოვრება 3 ღამე 4 დღე. 2. ტრანსპორტირება, თბილისი-ბათუმი-თბილისი. 3. კვება. 4. ფორუმში მონაწილეობსათვის საჭირო მასალები. 5. სერთიფიკატი 6. ფორუმის დახურვის საზეიომო ბანკეტში მონაწილეობა.
მონაწილეობის მსურველებმა 10 ივლისამდე , cv -ის ფორმა გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: saz.azri@gmail.com დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577 55 15 05
(სამედიცინო და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს შეგიძლიათ სასპონსორო პაკეტთან დაკავშირებით დაუკავშირდეთ საორგანიზაციო ჯგუფს)
--------------------
ყველა ადამინი მსახიობია….. ცოდვილნი იბადებიან და ხალხის დასანახავად ცხოვრების ბოლომდე ანგელოზებს თამაშობენ, თუმცა მათი როლი სიცოცხლის ბოლოს მთავრდება და თეტრის გულუხვი მაყურებლებისაგან განსხვავებით, უფალი კარგად შესრულებული როლისთვის სამოთხით არავის აჯილდოვებს” (m.d)
|