ევროპაში კორუფციისთვის ბრალის წაყენება - დემოკრატიაა.
საქართველოში იმავე საქმისთვის დაკითხვაზე დაბარებაც კი - პოლიტიკური დევნა.
საერთოდ, რატო აძლევთ ამ ნაც-ისტებს დემოკრატიის, ევროპის, პროგრესის და განვითარების ტერმინების განმარტებაზე პრივილეგიას? საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია ნაცებით არ დაწყებულა და ცხადია არც მათით დამთავრდება.
ევროპა არ უდრის ნაცებს
ნაცები არ არის პროგრესი
საქართველო მიშას გარეშეც განვითარდება
და ა.შ.
ნაცები ვირეშმაკთა ერთობაა, რომლებსაც არ აქვთ არანაირი იდეოლოგია, ფულის ჭამის გარდა. ვინაიდან ამ იდეოლოგიით შორს ვერ წავლენ, ამიტომ იძულებულნი არიან, ნორმალურ პოლიტიდეოლოგიას მიეკედლონ. ერთადერთი მუშა და რეალისტური პოლიტიდეოლოგია კი ჩვენში დემოკრატიის განვითარება-ევროინტეგრაციაა. ჰოდა აიღეს ამ ვირეშმაკებმა ეს იდეოლოგია, ნიღბად აიფარეს და კინაღამ გარყვნეს და გადააგვარეს ხალხის თვალში.
ჰოდა პროკურატურავ მიქინძეთ ეს მიშიკო სანამ დროა
კანონის უზენაესობა კანონის წინაშე ყველას თანასწორობას ნიშნავს
ქოცხელისუფლებას/პროკურატურას ჭკუა თუ ეყოფა, სარკოზისადმი ბრალის წაყენების თემას (თან ისეთივე ტიპის სავარაუდო დანაშაულში, რაშიც მიშაც არაერთგზისაა შემჩნეული ხალხის თვალში) სწორად გამოიყენებს ნაცების მიერ მოსყიდული ევროპარლამენტარების მისაჩუმებლად - თუ ოდესმე წამოცდებათ, რომ მიშას პასუხისგებაში მიცემა ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებს (

) ეწინააღმდეგება.
ჰოდა გასკვანჩეთ ეს მიშიკო
და ის დაფქვავს მერე ყველაფერს
შეეშვით ამ ლიფსიტების დევნას
სანამ მთავარი "იდეოლოგი" გარეთ ჰყავთ, პირში წყალს ჩაიგუბებენ
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/28...-tsauyenes.htmlსაფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის ოფიციალურად წაუყენეს ბრალი კორუფციაში, პირადი მიზნებისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და პროფესიული საიდუმლოს დარღვევის ფაქტის დამალვაში. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
სარკოზის გარდა, ბრალი ასევე წაუყენეს სარკოზის პირად ადვოკატს ტიერი ერცოგს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჟერარ აზიბერს.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი გუშინ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის მიზნით დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იყო დაკავებული.
გამოძიება მიიჩნევს, რომ
სარკოზი, საკასაციო (უზენაესი) სასამართლოში მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების თაობაზე, თავისი ადვოკატის ტიერი ერცოგის მეშვეობით ცდილობდა საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას. გამოძიების თანახმად, თავის მხრივ,
სარკოზი საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ მოსამართლე აზიბერს მონაკოში პრესტიჟულ თანამდებობას შეპირდა. კერძოდ, გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფოს ყოფილ ლიდერს შეეძლო უკანონოდ მიეღო ინფორმაცია მისი მობილური ტელეფონის მოსმენის თაობაზე.
ამასთან, გამოძიების ვარაუდით, 2007 წლის
სარკოზის წინასაარჩევო კამპანიას ლიბიის ყოფილი დიქტატორი მოამარ კადაფი აფინანსებდა. 2012 წლის დეკემბერში ფრანგმა ბიზნესმენმა ზაიდ ტაკიემენმა განაცხადა, რომ ლიბიის ხელისუფლების მიერ სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მტკიცებულებები აქვს. მოგვიანებით, ფრანგულმა ონლაინ გამოცემა MediaPart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ლიბიის ყოფილმა ლიდერმა 50 მილიონი ევრო გადარიცხა სარკოზის საარჩევნო შტაბში.
59 წლის ნიკოლა სარკოზიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას.
----------------------
This post has been edited by ლლევ on 2 Jul 2014, 11:04