#41499829 · 2 Jul 2014, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვესტუმრე სამართლის განყოფილებას და დამრჩა შთაბეჭდილება,რომ ამ განყოფილებას იურიდიული კონსულტაცია უნდა ერქვას. არ ვიცი,თქვენ რა აზრის ხართ,მაგრამ მე ეს ორი მცნება ერთიდაიგივედ სულ არ მეჩვენება.მაგ: მოქალაქე ა-მ ურთიერთშელაპარაკების შემდეგ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მოქალაქე ბ-ს,რომელიც საავადმყოფოში მისვლისთანავე გარდაიცვალა. აქ დავასრულოთ მაგალითი და განვიხილოთ კანონი და სამართალი კანონმა მოქალაქე ა დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის NNN მუხლით და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა N წლის ვადით. მოქალაქე ბ-ს კანონი არ შეხებია.ის უბრალოდ გაასვენეს. ე.ი. დამნაშავე ზის, დაზარალებული განისვენებს (სამუდამოდ) მოქალაქე ბ-საც რომ იარაღი ჰქონოდა ეს სცენარი სხვანაირად წარიმართებოდა,მაგრამ არაფრით არ დასრულდებოდა ასეთი უკიდურესი ფინალით(მოქალაქე ბ-სთვის,რა თქმა უნდა),მაგრამ მას არ ჰქონდა იარაღი,რადგან კანონი კრძალავს იარაღის ტარებას და მოქ.ბ კანონს პატივს სცემდა. რისი თქმა მინდა-შედგა სასამართლო და გამოიტანა კანონიერიგანაჩენი, მაგრამ რამდენად სამართლიანია კანონი იარაღის ტარების აკრძალაზე ამ შემთხვევაში? მე იურისტი არ ვარ დაამ შემთხვევაში კოდექსი არც მაინტერესებს.მაინტერესებს თქვენი აზრი,რამდენად სამართლიანია კანონი ამ შემთხვევაში
|